spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მეგობარი აქტი" არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ “Megobari act”-ის აბსოლუტური უმრავლესობით მიღების ფაქტს:

მადლობა ჩვენს მეგობარ ამერიკას ამ გადამწყვეტ მომენტში ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის!

მეგობრებო, ჩვენი უწყვეტი წინააღმდეგობა უკვე იძლევა შედეგს, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს “მეგობარი აქტი”.

ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი. საქართველო არის თავისუფლების მოყვარე ერი და მათი ბრძოლა იმსახურებს მხარდაჭერას.

წარმოუდგენელი რამ მოხდა – 168 რესპუბლიკელმა და 181 დემოკრატმა ორპარტიულად დაუჭირეს მხარი ამ აქტს.

ამერიკაში, სადაც პარტიებს თითქმის ყველა საკითხზე სერიოზული უთანხმოება აქვთ, ასეთი თანხმობა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის და პრინციპულად სწორ საკითხებზე მიიღწევა და დღეს ასეთი სკითხი გახდა ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის.

ეს არ არის მხოლოდ ამერიკის ხმა, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება.

ეს არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს. ყველა, ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება “ოცნებასთან”, გაიზიარებს მის ბედს.

ახლა ამ მხარდაჭერას უნდა მივცეთ გაგრძელება საქართველოში. უნდა ვიქცეთ ერთ მუშტად შეკრულ ერად რათა ეს წარმატება გადაიქცეს საერთო დიდ გამარჯვებად.

ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა ყველაზე მთავარი წინ არის!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...