spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გვაქვს იმედი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბოლომდე შეასრულებს დაპირებას,...

“გვაქვს იმედი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბოლომდე შეასრულებს დაპირებას, რაც გასცა „დიფ სტეიტის“ დამარცხებასთან დაკავშირებით” – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დარეგულირდეს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მზად არის იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დარეგულირდეს. ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პირდაპირ ომი გამოუცხადა „დიფ სთეითის“ და მისი მთავარი ამოცანა არის „დიფ სტეიტის“ დამარცხება. ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე, მათ ინტერესებზე, იმაზეც, რომ ფესვები ძალიან ღრმად ჰქონდათ გადგმული საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მათ აქვთ ინტერესები. შესაბამისად, პირველი უნდა მოხდეს „დიფ სტეიტის“ დამარცხება. ჩვენ ამას მაშინვე შევამჩნევთ. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობაზე.

საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის. ჩვენ ამ ბრძოლაში აშშ-ის პრეზიდენტს წარმატებას ვუსურვებთ და გვაქვს იმედი, რომ იმ დაპირებას, რაც გასცა „დიფ სთეითის“ დამარცხებასთან დაკავშირებით, ბოლომდე შეასრულებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...