spot_img
მთავარიევროკავშირირეზოლუციას "საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ", 400 ევროპარლამენტარმა...

რეზოლუციას “საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ”, 400 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 63 წინააღმდეგი წავიდა, 81-მა კი თავი შეიკავა

“საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ” რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია, ეხება არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, პოლიტპატიმრების, ახალი არჩევნების და ა.შ. რეზოლუციაში ყურადღებაა გამახვილებული აგრეთვე “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესებაზე.

რეზოლუციას 400 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 63 წინააღმდეგი წავიდა, 81-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუცია მოამზადეს ევროპარლამენტის 5 პოლიტიკურმა ჯგუფმა – “ევროპის სახალხო პარტია”, “სოციალ-დემოკრატები” “კონსერვატორები და რეფორმისტები”, “განახლება” და “მწვანეები”.

აღნიშნული რეზოლუციით, ევროპარლამენტი, ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს (კონკრეტული მინიშნებით U-25-ს ანუ ქვეყნებს ინდივიდუალურად, უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა), სთავაზობს სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის კომპანიებს, საქართველოს ოფიციალურ პირებსა თუ მმართველი პარტიის ლიდერებს, კერძოდ ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს.

ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნათია თურნავას, ცალკეულ ბიზნესმენებს, მოსამართლეებს… სია საკმაოდ გრძელია და მოიცავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ირაკლი რუხაძეს, ვასილ მაღლაფერიძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ილია წულაიას და სხვებს.

ამასთან, მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” გაათავისუფლოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და სხვა პოლიტპატიმრები, მათ შორის, მოითხოვს, კონკრეტულად საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, ჰუმანიტარული ნიშნით მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...