spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში...

“ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა.

მთავრობის მეთაური აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა აჰმედ ალ საიემ გააცილა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანაში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საინვესტიციო პროექტებს თბილისსა და გონიოში განახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა შეხვედრები გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან, ასევე აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბის პორტების ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში და თბილისის მშრალი პორტის პროექტს ახორციელებს:

ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არის სამაგალითო ქვეყანა, პროგრესის, ეკონომიკური წინსვლის კუთხით და ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას სერიოზული სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის. გვქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის, პრეზიდენტთან, მთავრობის წევრებთან.

ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიოში.

„ემაარ ჯგუფი“ არის მსოფლიოში ცნობილი თავისი გამოცდილებით, რესურსებით და ჩვენთვის საამაყოა, რომ ეს შეთანხმება გაფორმდა. ძალიან მალე პროექტის განხორციელება დაიწყება.

ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის, ეკონომიკის, თბილისის და აჭარის განვითარებას, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ეს პროექტი ყველა კუთხით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...