spot_img
მთავარიაქტუალური თემებიჩვენი ძირითადი ამოცანა ამ ეტაპზე არის და უნდა...

ჩვენი ძირითადი ამოცანა ამ ეტაპზე არის და უნდა იყოს ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება და შეჩერება – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ 1 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს:

ჩვენი ძირითადი ამოცანა, ამ ეტაპზე, არის და უნდა იყოს ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება და შეჩერება, ასევე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეფერხება. ეს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას აძლევს საშუალებას, უფრო მომზადებული დახვდეს და უფრო ხარისხიანად უმკურნალოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს.

სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღონისძიება, რომელიც მე ჩამოვთვალე, უკვე მიღებულია და გაგრძელდება, საქართველოს მთავრობა და მე დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიღებული იქნა კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე:

1. შევაჩერეთ სასწავლო პროცესი;

2. ჯარში გაწვევა;

3. საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი გადავიყვანეთ დისტანციური მუშაობის და ელექტრონული სერვისების მიწოდების რეჟიმზე;

4. იგივე რეკომენდაცია გაიცა კერძო სექტორის მიმართ;

5. ეტაპობრივად შევზღუდეთ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა, ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლა;

6. დავაწესეთ საკარანტინო პროცედურები, გავამკაცრეთ თვითიზოლაციის დაცვის კონტროლი;

7. დავხურეთ სამთო-სათხილამურო კურორტები,;

8. აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა;

9. შეწყდა სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება – როგორც კულტურული, ისე სპორტული;

10. გავეცით სავაჭრო ობიექტების გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ფარგლებში განსაზღვრული ობიექტების და სურსათისა და სააფთიაქო, საბანკო მომსახურების დახურვის რეკომენდაციები“.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ შეზღუდვებზეც, რომელიც დაწესდება და სავალდებულო გახდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ:

Ø იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში; იზოლაციისა და კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები;

Ø საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;

Ø დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;

Ø საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის, მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;

Ø იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;

Ø მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსუბიექტებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;

Ø აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;

Ø მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს;

Ø საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების საყოველთაო მობილიზაცია;

Ø სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად“.

მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს, მედიკოსებს, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებს და სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პარლამენტმა “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით,...

“საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში” ცვლილებები შევიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...