პარასკევი, მარტი 14, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აშშ-ს მთავრობამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ივანიშვილის სანქცირების შესახებ"...

“აშშ-ს მთავრობამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ივანიშვილის სანქცირების შესახებ” – თინა ბოკუჩავა

აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც ერთი თვეა ქუჩაში დაუღალავად დგანან და იბრძვიან ქვეყნის თავისუფლებისათვის. აშშ-მა ივანიშვილის სანქცირებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რუსულ ინტერესს და საქართველოში კლავს თავისუფლებას”, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა:

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ივანიშვილის სანქცირების შესახებ, რაც უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის დამსახურებაა და იმ ადამიანების, რომლებიც ზუსტად ერთი თვეა დგანან რუსთაველზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

ეს ასევე არის იმ დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის შედეგი, რასაც პოლიტიკური პარტიები დიდი ხნის მანძილზე ვეწევით. დიდია სამოქალაქო ორგანიზაციების როლი და მადლობა მათ გაწეული შრომისთვის.

გუშინ საბოლოოდ ჩამოინგრა ივანიშვილის პროპაგანდა პრეზიდენტი ტრამპის პირობებში აშშ-თან მისი რეჟიმის ურთიერთობების აღდგენის, როდესაც სწორედ რესპუბლიკელი და დონალდ ტრამპთან დაახლოებული ამერიკელი კანონმდებლების მოწოდებების ფონზე მოხდა საბოლოოდ სანქცირების გადაწყვეტილების მიღება.

საგულისხმოა, რომ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა გამოიყენა ე.წ. OFAC-ის სანქციების მექანიზმი, საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი და არა გლობალური მაგნიტსკის აქტი, რაც ივანიშვილის რეჟიმის სხვა წევრების შემთხვევაში იქნა გამოყენებული. OFAC-ის ეს სანქციები (კონკრეტულად კი 14024 აღმასრულებელი ბრძანება) რუსეთის მავნე გავლენების ხელშეწყობას გულისხმობს და სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის განცხადებაში სწორედ ესაა ხაზგასმული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასანქცირებს ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გუშინდელი სანქციების გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ივანიშვილი ემსახურება რუსულ ინტერესებს და რუსულ სარგებელს და ისაა რუსული გავლენის აგენტი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და ევრო-ატლანტიკურ მომავალს. სწორედ ესაა სანქციების საფუძველი, რომელიც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დააწესა ე.წ. OFAC-ის მექანიზმის ანუ საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის გამოყენებით.

დასანქცირდა ივანიშვილის აქტივები ამერიკაში.

მას აეკრძალა ნებისმიერი აქტივის ლეგალურად გაყიდვა, იქნება ეს უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები თუ ფერწერული ტილოები. შავ ბაზარზე მათი გაყიდვის შემთხვევაში, კი მათი ღირებულება საბაზრო ღირებულების 10%-აც კი არ შეადგენს. ანუ ივანიშვილის ქონება სანქციების შედეგად ტოტალურად გაუფასურდა.

ივანიშვილი ვერ განახორციელებს ვერც ერთ ფინანსურ ტრანზაქციას ამერიკულ დოლარში.

უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო გადარიცხვა საქართველოდან წარმოებს ამერიკული ბანკების (ძირითადად კი სითიბანკის გავლით), რომელიც ავტომატურად დაბლოკავს ასეთ ტრანზაქციას.

OFAC-ის სანქციები მოიცავს მეორად ეფექტს ანუ იურისდიქციას, რაც გულისხმობს, რომ შესაძლოა დასანქცირდეს ნებისმიერი მესამე პირი ან ორგანიზაცია, რომელიც შევა ფინანსურ ურთიერთობაში ივანიშვილთან. თუ მაგალითად, ნებისმიერი ქართული ბანკის გამოყენებით ის გადარიცხავს ფულს, ბანკიც დგება სანქციების რისკის ქვეშ.

ეროვნული ბანკის ან ნებისმიერი კომერციული ბანკის მხრიდან სასანქციო რეჟიმის დარღვევა უდიდეს დარტყმას მიაყენებს ქართულ საბანკო სისტემას, რასაც კატასტროფული შედეგები ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ივანიშვილს ასევე დაებლოკა წვდომა სინგაპურს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისაღებ ასეულობით მილიონ დოლარზე.

ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაქცია სრულ ფინანსურ იზოლაციაში და რამდენი ქეშიც არ უნდა შემოეპარებინა ოფშორებიდან საგანგებოდ მიღებული ოფშორების კანონის შედეგად, მას უკიდურესად გაუჭირდება ამგვარი იზოლაციის პირობებში ხანგრძლივად ოპერირება.

ასევე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მისი ოჯახის წევრების დასანქცირებაზე, რომ ივანიშვილმა ვერ შეძლოს მათ გამოყენებით სანქციებისთვის თავის არიდება.

და ბოლოს, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილი ბიზნესის დასასანქცირებლად. ეს არის სწორედ ის მომენტი, როცა თუ პატრიოტული შეგრძნებები არა – თვით გადარჩენის ინსტინქტით მაინც ბიზნესი სრულად უნდა გაემიჯნოს სანქცირებულ პარიად ქცეულ ივანიშვილს.

მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ზუსტად ერთი თვეა დგას რუსთაველზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ეს უპირველეს ყოვლისა, თქვენი დამსახურებაა.

მადლობა ასევე სამოქალაქო სექტორს, რომელიც პოლიტიკური პარტიების პარალელურად, ასევე დაუღალავად მუშაობდა ივანიშვილის სანქცირების საკითხზე. ჩვენმა საერთო შრომამ და ძალისხმევამ შედეგი გამოიღო!” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ილიაუნმა და განსაკუთრებით მისმა რექტორმა გუშინ ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას მნიშვნელობა”...

სამართლიანობის აღსადგენად და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებისთვის...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

“თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს – რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით. იცოდეთ,...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

გია ნოდია: “აი, ასეთი ბრძენია ბატონი ბიძინა😀”

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“მთელი ცხოვრება ჩმორი მაინც და მაინც ამ სტიქიურ უბედურებაში აბლატავდა” – შალვა ნათელაშვილი არჩილ...

დიდთოვლობის დროს, გურიაში სტიქიის ზონაში, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ...