სამშაბათი, ივლისი 8, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"26 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო გამოძიებაზე უკვე მიიღეს გადაწყვეტილება,...

“26 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო გამოძიებაზე უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტში მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება, რაც არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის” – თინა ბოკუჩავამ.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტარებს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებს ხვდება.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, მას შეხვედრები ჰქონდა დილიდან ევროპარლამენტარებთან, სადაც განიხილეს 26 ოქტომბრის მიტაცებული არჩევნები. როგორც პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, მომავალ კვირას ასევე იქნება ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე, სადაც იქნება საუბარი არჩევნების არ აღიარებაზე, გამოძიების მნიშვნელობაზე:

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ევროპარლამენტში. 1000 დღე გავიდა რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში, სადაც პრეზიდენტი ზელენსკი ასევე მიმართავს ევროპარლამენტარებს. ჩვენ დილიდან გვქონდა შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, განვიხილეთ 26 ოქტომბრის მიტაცებული არჩევნები, მომავალ კვირას ასევე იქნება ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე, სადაც იქნება საუბარი არჩევნების არ აღიარებაზე, გამოძიების მნიშვნელობაზე.

ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია გამოძიებასთან დაკავშირებით, ამაზე საუბრები გვქონდა ევროკომისიაში, საგარეო უწყებაში, უშუალო საგარეო მინისტრებთან, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ასე რომ მნიშვნელოვანი მომენტია აქ ბრიუსელში, ევროპარლამენტში და ფაქტია, რომ 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება, რაც არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...