spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივმართავ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ერთგულ და თავდადებულ მომხრეს"...

“მივმართავ “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ერთგულ და თავდადებულ მომხრეს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, ეხმაურება და მიმართავს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებს და პარტიის წევრებს:

,,მივმართავ “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ერთგულ და თავდადებულ მომხრეს, რომლებმაც თავის მხრებზე გამოატარეს მოძრაობა ყველა ქარიშხალში და არ შედრკნენ. ამჟამად როდესაც ქვეყანა ყოფნა არ ყოფნის წინაშეა, კიდევ ერთხელ საჭიროა მობილიზაცია და ერთად დგომა.

მივესალმები თინა ბოკუჩავას მონაწილეობას ბრიუსელის მინისტერიალში. აგრეთვე მივესალმები ლევან ხაბეიშვილის, გიორგი ვაშაძის, სოფო ჯაფარიძის, ირაკლი ფავლენიშვილის, ლევან სანიკიძის, ხატია დეკანოიძის, რეგიონების აქტივის, ბათუმის ახალგაზრდობის, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტობის, ჩვენი პარტნიორი პარტიების მონაწილეობას საპროტესტო აქციებში.

თითოეული თქვენგანის აზრს და მოქმედებას დღეს განსაკუთრებით მაღალი ფასი აქვს, ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა გახშირდეს პოლიტსაბჭოს გაფართოებული აქტივის შეხვედრები, ყველა რეგიონისა და ქალაქის ჩართვით და ერთმანეთის მოსმენა. მოგიწოდებთ იაქტიუროთ და იმოძრაოთ, ქვეყანაა გადასარჩენი!

ჩემო თანაპარტიელებო, დიდი მადლობა განვლილი წლების განმავლობაში თქვენი თავდადებისათვის, გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა! ცოტა კიდევ გაუძელით ჩემო გაუტეხელო თანამებრძოლებო და გავალთ სამშვიდობოზე! ჩვენ ბევრი გამარჯვების მოწმეები ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ წინ მთავარი გამარჯვება გველის, რასაც მთელი გულით გისურვებთ!”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ის ადამიანები, რომლებიც ლანძღავენ და ეზიზღებათ ერთმანეთი, ხელახლა დაჯგუფდნენ” – ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი...

“სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება” – დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცალკეული...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...