ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა"...

დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს “შავი ლაქა” უწოდა და შავი საღებავი შეასხა

ცესკო-ში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გიორგი კირთაძემ, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მწვავე შეფასებები გააკეთა კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილს მიმართ და მას შავი საღებავი შეასხა:

სამწუხაროა, რომ რეგლამენტის დაცვა გიწევთ და სხვა არაფერი დაგიცავთ, არც სამართალი, არც კანონი ამ წინა საარჩევნო პერიოდში.

პირველად, როდესაც შევიკრიბეთ და არჩევნები გამოვაცხადეთ, ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნისთვის.

სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცესკო-მ თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ. დღეს თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება. დღეს თქვენ წინ გიდევთ ფარატინა ფურცელი, რომელიც რეალურად ჩვენი ამომრჩევლის ნებას არ ასახავს. სამწუხაროდ, თქვენ არ გესმით ხალხის ხმა, სამწუხაროდ, თქვენ არ გესმით სტუდენტების ხმა, რომლებიც აპროტესტებენ, რომლებიც საუბრობენ დარღვევებზე და პრობლემებზე, რომელიც თქვენი ხელით საქართველოს, მომავალ თაობას მომავალი წაართვით და ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებთ.

„ბატონო თავმჯდომარესაც“ ვერ გეტყოდით, „ტოჩკა რუ“ ხართ, რადგან შავ ლაქად მოგიხსენიებთ ქართველი ხალხი. თქვენც კარგად იცით, „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, რომ საქართველოში ყოველი მეორე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არაა, ამიტომ თქვენ ყველაზე ცუდი თავმჯდომარე ხართ, ვისაც შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის გადაწყვეტილება მიეღო, ჩვენი ქვეყანა წინ წაეწია და, სამწუხაროდ, უკუსვლით წაიყვანეთ“, – განაცხადა დავით კირთაძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...