spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკობა ხაბაზი: "იცით ვის აბრალებს ივანიშვილის უსამშობლობას?"

კობა ხაბაზი: “იცით ვის აბრალებს ივანიშვილის უსამშობლობას?”

“ერთი რამის სიყვარული, რომელსაც დაფარვა სჭირდება” – გურამ დოჩანაშვილის ამ ფრაზით იწყებს თავის მონოლოგს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, უკრაინაში მებრძოლი კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში და ძალზე ემოციურ შეფასებებს აკეთებს:

ყოველთვის მერიდებოდა სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკი, მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, როცა უსამშობლობას გწამებენ ისინი, ვისაც ღალატი პროფესიად აქვთ გადაქცეული? იცით ვის აბრალებს ივანიშვილის უსამშობლობას?

აბრალებს ილიას, ქაქუცას, მერაბს, ზვიადს, უსამშობლობას აბრალებს ანწუხელიძეს, რომელმაც რუსის ბრძანება საქართველოს დროშისთვის ფეხი დაებიჯებინა, არ შეასრულა, აბრალებს უკრაინაში ოკუპანტის წინააღმდეგ მებრძოლ ბიჭებს, რომლებიც საქარველოს დროშას უბით დაატარებენ, უსამშობლობას აბრალებს ახალგაზრდებს, რომლებსაც არ უნდათ რუსულ ჭაობში მოყიყინე ბაყაყებად იქცნენ, ზრდასრულებს, მოხუცებს, რომელთა ყოველი ამოსუნთქვა სამშობლოს ეკუთვნის.

და ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს, მას ეზიზღება ყველა, ვინც მის მსგავსად სამშობლოს არ ღალატობს 30 ვერცხლად.

ის ცდილობს მისი მოღალატეობრივი გზა შენიღბოს სხვისთვის უსამშობლოობის დაბრალებით.

ის სვრის სუფთას, რომ მისი ჭუჭყი, ღალატი აღარ გამოჩნდეს.

მას ეშინია პატრიოტების, მას ეშინია თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების, იმიტომ რომ ისინი მისთვის უცხოა, ეშინია, რადგან იცის მის განაჩენს სწორედ თავისუფალი სულის ადამიანები დაწერენ.

#თავისუფლებამიშას!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე კობა ხაბაზი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...