spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები“რუსული ოცნების ხელისუფლების საერთაშორისოდ არაღიარება იქნება ის მთავარი...

“რუსული ოცნების ხელისუფლების საერთაშორისოდ არაღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც ჩამოანგრევს მათ” – იგორ ნარმანია

რუსული ოცნების ხელისუფლების საერთაშორისოდ არაღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც ჩამოანგრევს მათ. ამ საერთაშორისო მხარდაჭერისთვის კი აუცილებელია ყოველდღიური პროტესტი ქუჩაში არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ. რუსულ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ 9 ნოემბრის აქციაზე:

ჩვენ 9 ნოემბერს, პოლიტიკური პარტიები, მოქალაქეები, ოპოზიციის მხარდამჭერები შევიკრიბეთ ორ ლოკაციაზე – სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტრო და მარჯანიშვილის მეტრო, საიდანაც დავიძარით მსვლელობით.

მნიშვნელოვანია, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა არ გაჩერდეს და ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ არ შედგეს არალეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ვერ მოიპოვებს საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვერც საერთაშორისო ასპარეზზე და ვერც ქვეყნის შიგნით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩერდეს ეს საპროტესტო მოძრაობა კონკრეტულ დღემდე და ეს კონკრეტული დღე იქნება არალეგიტიმური პარლამენტის არ ცნობა იყოს გამარჯვების დღე.

საერთაშორისო დონეზე პარლამენტის არ აღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოანგრევს რუსული ოცნების ხელისუფლებას და არ მისცემს ფუნქციონირების საშუალებას. მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და ამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში ვიყოთ ყოველდღე და გამოვხატოთ პროტესტი არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ”, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...