spot_img
მთავარიკანონი და სამართალიComCom-მა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის"...

ComCom-მა “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საჩივარი დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

კერძოდ, კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში აღარ გადის მათ მიერ მიწოდებული უფასო პოლიტიკური რეკლამები. 10 ოქტომბერს „ტელეიმედმა“ და „პოსტვ“-იმ გაავრცელეს საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ რეკლამებს აღარ განათავსებდნენ. საჩივრის ავტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადება არ გაუვრცელებია „რუსთავი 2“-ს, სწორედ იმავე პერიოდიდან, მათ ეთერში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეორგოლი აღარ გადის.

საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო 50 დღის განმავლობაში, ყოველ 3 საათში გამოყოს 7.5 წუთი წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ამასთან, თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს.

კომუნიკაციების კომისიამ შესწავლილი გარემოებებიდან გამომდინარე „რუსთავი 2“ სამართალდამრღვევად სცნო და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...