spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ადამიანი საერთოდ არ ცნობს კონსტიტუციას, ფეხქვეშ გათელა...

“ეს ადამიანი საერთოდ არ ცნობს კონსტიტუციას, ფეხქვეშ გათელა იგი, მისთვის სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს” – კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე

ჩვენ გვაქვს უამრავი წინგადადგმული ნაბიჯი, არაერთი განხორციელებული რეფორმა და ამ ყველაფერს ვერავინ შეაჩერებს, ვერც ზურაბიშვილი, ვერც აღნიშნული მარშები. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, რაც არ უნდა აგენტები შეიკრიბონ და ის მოღალატეები, რომელთაც სურვილი აქვთ, ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას „ევროკავშირის მარშზე“ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასება სთხოვეს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა მარშში მონაწილეობა ხალხის გამარჯვებად შეაფასა.

კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტი დღეს, თავის თანაგუნდელ ქვეყნის აგენტებთან ერთად, გარედან ნაკარნახევი დავალებების შესრულებით არის დაკავებული.

როგორი გამარჯვებაც დღევანდელი მარში არის, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, მოღალატეები და აგენტები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და უფლება, გამოვიდეს, შეიკრიბოს. ეს ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ, რომ განსხვავებული აზრი ჩაეხშოთ. დღეს ჩვენ გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება და რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება, ეს აქ არ მოხდება. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.

ეს ადამიანი (სალომე ზურაბიშვილი) საერთო არ ცნობს კონსტიტუციას, ფეხქვეშ გათელა კანონები, კონსტიტუცია. პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კანონსა და კონსტიტუციას, თუმცა მისთვის მისი სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს და ასეთ ადამიანს, “ქაჯებს”, როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება გასცემს პასუხს. ეს ძალები, რომლებიც ე.წ. ოპოზიციით არიან წარმოდგენილი, არადა აგენტები არიან, გარე დავალებებს ასრულებენ, ჩვეულებრივ მოღალატეობრივ ქმედებებეში არიან შემჩნეული და ყველას მოუწევს პასუხისგება ჩადენილ საქციელზე, რა მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა 2008 წელს, რა იკადრეს, რა აკადრეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თავის სატელიტებთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...