spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიმართვა ქართულ ემიგრაციას! მე ყველაზე მეტად ვიცი თუ...

“მიმართვა ქართულ ემიგრაციას! მე ყველაზე მეტად ვიცი თუ რას ნიშნავს სამშობლოს მონატრება” – მიხეილ სააკაშვილი

ვიცი რომ ბევრი მიდიხართ არჩევნებზე იმ ქვეყნებში სადაც იმყოფობით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დაურეკოთ თქვენ ახლობლებს ვინც საქართველოშია და სთხოვოთ (მოთხოვოთ) რომ არ მისცენ ხმა ქვეყნის გარუსებას და პირიქით მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს, როგორც ამისკენ თავად ევროპა ჩვენივე საკეთილდეოდ ღია ტექსტით გვიბიძგებს”, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში:

მიმართვა ქართულ ემიგრაციას!

მოგესალმებით რუსული გისოსებიდან

მე ყველაზე მეტად ვიცი თუ რას ნიშნავს სამშობლოს მონატრება.

სწორედ სამშობლოს მონატრებამ ჩამომიყვანა სამი წლის წინ საქართველოში. ჩამომიყვანა ასევე საქართველოს გადარჩენის სურვილმა.

სწორედ ახლა დადგა კრიტიკული მომენტი როცა ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველო. აგერ მთელი მსოფლიოც მოუწოდებდა ქართველ ხალხს, რომ არჩევნებზე არ გაყიდონ მომავალი.

თქვენ იცით, რომ თუ რაღაც მანქანით ივანიშვილი დარჩა, ჩვენ გაგვიუქმებენ უვიზო მიმოსვლას და ჩაგვხსნიან სვიფტის გადარიცხვის სისტემიდან, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ვეღარ გადმორიცხავთ ფულს და გაგიჭირდებათ წინ და უკან გადაადგილება.

გარდა ამ უშუალო ზიანისა, ჩვენ უბრალოდ დავკარგავთ ჩვენ სამშობლოს!

ვიცი რომ ბევრი მიდიხართ არჩევნებზე იმ ქვეყნებში სადაც იმყოფობით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დაურეკოთ თქვენ ახლობლებს ვინც საქართველოშია და სთხოვოთ (მოთხოვოთ) რომ არ მისცენ ხმა ქვეყნის გარუსებას და პირიქით მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს, როგორც ამისკენ თავად ევროპა ჩვენივე საკეთილდეოდ ღია ტექსტით გვიბიძგებს.

მინდა ყველას შევახსენო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ და 2012 წლის ჩათვლით უფრო მეტი ადამიანი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე ტოვებდა აქაურობას. ამიტომ ჩემი პარტიის ნომერი, 5 ნომერი არის პირველ რიგში ემიგრანტთა დაბრუნების ნომერი.

ჩვენ არამხოლოდ შეგვიძლია სიტუაციის სწრაფი შემობრუნება, არამედ შევქმნით 1 მილიარდიან ფონდს ემიგრანტების დაბრუნებაში დასახმარებლად.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ შევქმნით ემიგრანტების დაბრუნების სამინისტროს, დავავალებთ ახალი მთავრობის ლიდერებს მოიარონ ემიგრანტთა განსახლების ადგილები და მოელაპარაკონ მათ დაბრუნებისთვის პირობების შექმნაზე.

ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა დავაბრუნებთ ქვეყანაში ხალხი და ამას მივაღწევთ. ე.ი. მივაღწევთ ოჯახების გამთლიანებას და საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფის შეჩერებას!

ვიმარჯვებთ ერთად და სახელოვნად!” – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია…” – ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი სოციალურ...

“ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის” – ირაკლი კობახიძე “ოპოზიციის ალიანსზე”

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისის მასშტაბული საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აღნიშნულთან...

“მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის” – კახა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების...

“9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...