spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ამორალური რამ, რომ სკოლებში...

“ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ამორალური რამ, რომ სკოლებში არა მხოლოდ მასწავლებლებს ატერორებენ და აშანტაჟებენ საარჩევნო ინსტრუმენტებად მათი გამოყენების მიზნით, არამედ ახლა უკვე ცდილობენ, რომ ბავშვებიც საარჩევნო ინსტრუმენტებად გადააქციონ” – თინა ბოკუჩავა

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას, რათა ეს მონაცემები შემდგომ გადაეგზავნოს მმართველ პარტიას. აღნიშნულ ფაქტს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მწვავე შეფასებებით გამოეხმაურა:

ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ამორალური რამ, რომ სკოლებში არა მხოლოდ მასწავლებლებს ატერორებენ და აშანტაჟებენ საარჩევნო ინსტრუმენტებად მათი გამოყენების მიზნით, არამედ ახლა უკვე ცდილობენ, რომ ბავშვებიც საარჩევნო ინსტრუმენტებად გადააქციონ. ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება, რომელიც შეიძლება რომელიმე ხელისუფლებამ გააკეთოს ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე სწორედ იმავე ბავშვების მშობლებისგან, უფროსი დების თუ ძმებისგან, მეგობრებისგან „ქართული ოცნება“ ძალიან მწვავე პასუხს მიიღებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს არა საზოგადოების გაყოფაზე, სიძულვილის ენაზე, ბავშვების ინსტრუმენტალიზაციაზე, არამედ იმაზე, რომ ბავშვებს საჯარო სკოლებში აღარ შიოდეთ, იმაზე რომ ხელისუფლება ემსახურებოდეს ბავშვების და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და არა მხოლოდ და მხოლოდ ჯიბის და ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...