spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როდესაც ახალგაზრდები ერთვებიან, საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია" - ლუკა...

“როდესაც ახალგაზრდები ერთვებიან, საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია” – ლუკა შველიძე

მინდა, ყველამ ერთად გავიღვიძოთ! გახსოვდეთ, როდესაც ახალგაზრდები ერთვებიან, საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია. დღეს, ეს არჩევნები პრინციპული მნიშვნელობისაა თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვისაც“, – განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა ლუკა შველიძემ.

ლუკა შველიძემ, რომელმაც გახსნა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრა ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან, ამომრჩევლებს განუცხადა, რომ მათთან ერთად მზადაა ყველა ხმის დასაცავად:

მე არ მინდა, რომ დიდხანს დაგტვირთოთ პოლიტიკური სიტყვით, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრ არჩევნებში მიგიღიათ მონაწილეობა და მრავალი სიტყვა მოგისმენიათ. მინდა, მხოლოდ შეგახსენოთ და თქვენში გავაღვიძო ის ახალგაზრდები, რომლებიც 9 აპრილის ღამეს ქუჩაში იდგნენ და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. მინდა, გაგახსენოთ და გავაღვიძოთ ის ახალგაზრდები, რომლებმაც ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტი ჩაყარეს 2003 წელს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად,

მინდა, ყველამ ერთად გავიღვიძოთ! გახსოვდეთ, როდესაც ახალგაზრდები ერთვებიან, საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია. დღეს, ეს არჩევნები პრინციპული მნიშვნელობისაა თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვისაც. მე იმ ოჯახიდან ვარ, რომლის თაობები რუსეთთან ბრძოლაში გაიზარდნენ, და დღეს მე რუსულ რეჟიმს ვებრძვი თქვენთან ერთად.

ამიტომ, გთხოვთ, რომ აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე და თითოეული ხმა დავიცვათ. გენდობით და გთხოვთ, მენდოთ მეც. იცოდეთ, რომ 26 ოქტომბერს თქვენთან ერთად ვიდგები ყველა საარჩევნო უბანზე, თქვენთან ერთად დავიცავ ყველა ხმას, და ერთიანობით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ლუკა შველიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...