spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივესალმები, რომ 26 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან...

“მივესალმები, რომ 26 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად იზეიმებს “ქართული ოცნების” გამარჯვებას” – კახა კალაძე

მივესალმები, რომ 26 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად იზეიმებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას“, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში, პროცესების მონიტორინგის მიზნით, მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, არჩევნების დასრულების შემდეგ კი „გამარჯვებას ერთად იზეიმებენ“.

მივესალმები, რომ 26 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი თავის რადიკალებთან ერთად იზეიმებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას. ჩვენ ასეთი ფანჩატურები ბევრი გვაქვს ნანახი: გახსოვთ, იყო შალიკოს ფანჩატური, დღეს გვაქვს სალომეს ფანჩატური. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ამ ფანჩატურებს. მთავარია, შიგთავსი რა არის, და ვინ არიან ამ ყველაფრის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ რადიკალებთან ერთად იზეიმებს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ უმრავლესობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მმართველო გუნდის საარჩევნო სამზადისს და მოლოდინებს, მერი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრებს ხალხთან მართავს.

ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე. რაც შეეხება არჩევნებს, ვემზადებით. მიმდინარეობს სარჩევნო კამპანია. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ვართ, ვინც რეალურად ხვდება ხალხს. ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, ყველა სოფელში პირდაპირ მივდივართ მოსახლეობასთან და ვესაუბრებით, განსხვავებით იმ რადიკალებისგან. მესმის, რომ მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ. როგორ უნდა მივიდეს, მაგალითად, გვარამია კახეთში გლეხთან და დაელაპარაკოს მომავალზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ღვინოზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მნიშვნელოვანი ცვლილებები დაინიცირდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამერიკული დელეგაციის მიერ საქართველოზე” – გიორგი ბურჯანაძე

4 იბლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოსთან დაკავშირებით დაინიცირებულ რეზოლუციაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...