ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება ის...

“ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება ის თავისუფლება, რასაც მიჩვეული ვართ” – ლევან სანიკიძე

ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მაქსიმალურად ცდილობს, რომ ახალგაზრდები არ იყვნენ პოლიტიკით დაინტერესებულები. ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ გვაქვს არის ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ თუ ამ არჩევნებში არ დავანახეთ რისი თავი გვაქვს ახალ თაობას, შემდეგ არჩევნებში უკვე აღარავინ აღარ გაგვითვალისწინებს, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში ქვეყანაში დადგება ისეთი ვითარება, რაც გვაიძულებს ქვეყნის დატოვებას“, – განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ღონისძიება – „ერთიანობა პასუხობს ხალხს“ გამართა, სადაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი ლევან სანიკიძე, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანია და „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა დიაროვი ახალგაზრდების კითხვებს პასუხობდნენ;

კითხვა – „მაინტერესებს როგორ უნდა გააძლიერონ ახალგაზრდებმა ქართულ პოლიტიკაში საკუთარი ხმა და როგორ უნდა დაიმკვიდრონ თავი?

ლევან სანიკიძის განცხადებით – „ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, იყო ავტორიტეტების ნგრევა. ამ ადამიანს არ უყვარს, როდესაც ამ ქვეყანაში არსებობს ავტორიტეტი და მეორე, რომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ ახალგაზრდები არ იყვნენ პოლიტიკით დაინტერესებულები, ან არსებობდეს განცდა, რომ პოლიტიკა არის ცუდი. თუ რომელიმე პოლიტიკოსი არ მოგწონს, არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავი არ სცადო პოლიტიკაში.

მესმის პარტიული ცხოვრება, რაღაც კლიშეები არსებობს, მათ შორის, კომუნისტური წარსულიდან გამომდინარე, რომ რაღაც პარტიაში ყოფნა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების გატარება შეიძლება ახალგაზრდულ ვნებათაღელვასთან და მდგომარეობის წინააღმდეგაც მოდიოდეს, მაგრამ მგონია, რომ ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ გვაქვს არის ხელისუფლების ცვლილება.

ჩვენ თუ ამ არჩევნებში არ დავანახეთ რისი თავი გვაქვს ახალ თაობას, შემდეგ არჩევნებში უკვე აღარავინ აღარ გაგვითვალისწინებს, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება ის თავისუფლება, რასაც მიჩვეული ვართ და დადგება ისეთი მდგომარეობა, რაც გვაიძულებს ქვეყნის დატოვებას“,- ასე უპასუხა ლევან სანიკიძემ ახალგაზრდის კითხვას.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პრობლემა ინვესტიციების წარმომავლობაში კი არ არის, არამედ მის შინაარსშია” – რომან გოცირიძე

აშშ-სა და საქართველოში დაგეგმილი არაბული ინვესტიციების შედარებას ახდენს პარლამენტის...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ყველაზე კარგად სიტყვა “ბანძობა” აღწერს ოპოზიციის ისტერიკას არაბულ ინვესტიციაზე” – თამარ ჩერგოლეიშვილი

არაბული ინვესტიციების თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მძიმე პოზიციებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...