spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სამი წელი გავიდა ჩემი ტყვეობაში ჩავარდნიდან, მე დამატყვევეს...

“სამი წელი გავიდა ჩემი ტყვეობაში ჩავარდნიდან, მე დამატყვევეს იმისთვის, რომ არ ჩავაბარე ქვეყანა, არ მოვიხადე ბოდიში, ყოველთვის ვიყავი ხალხის მხარეს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, ეხმაურება მისი პატიმრობიდან 3-წლისთავს:

,,სამი წელი გავიდა ჩემი ტყვეობაში ჩავარდნიდან, მე დამატყვევეს იმისთვის, რომ არ ჩავაბარე ქვეყანა, არ მოვიხადე ბოდიში, ყოველთვის ვიყავი ხალხის მხარეს.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას ვისაც მთელი ეს დრო არ ვავიწყდები. ვინც საქართველოს, უკრაინის და მსოფლიოს მასშტაბით გამოხატავს სოლიდარობას და აქტიურად იბრძვის ჩემი გათავისუფლებისთვის. თქვენმა მხარდაჭერამ გადამარჩინა და გამაძლებინა მოწამლისთვის, სიკვდილის თვალებში ჩახედვის მიუხედავად მაინც მყარად ვდგავარ და ვაგრძელებ ბრძოლას.

აქ წამოსვლის წინ შევხვდი ჩემს უსაყვარლეს ედუარდს და მან მითხრა რომც არ წახვიდე საქართველოში, ქვეყანა მაინც გააგრძელებს არსებობასო. მე ვუპასუხე რომ საქართველო სწრაფად მიექანება დაშლისკენ და განადგურებისკენ და მე ჩემს ხალხს ვერ მივატოვებდი.

უზარმაზარი საფრთხის წინაშე სამწუხაროდ მე აღმოვჩნდი მართალი და საქართველო მართლაც სასიკვდილო საფრთხეშია ჩავარდნილი. ახლა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავლის გადარჩენა ჩვენს უკანდაუხევ ბრძოლაშია.

26-ში ჩვენ უნდა დავადეკლარიროთ ჩვენი გადაწყვეტილება და პარალელურად დავიცვათ ჩვენი გარდაუვალი გამარჯვება “ნამესტნიკ” ოლიგარქისა და მისი პატრონი პუტინისგან.

ჩემზე ნუ იდარდებთ – ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ხალხს და ჩემი ბედი მთლიანად მიბმულია ქვეყნის ყოფნა-არყოფნაზე. მინდა გავიმეორო ის რაც ვთქვი აქ ჩამოსვლის წინ მიცემულ ინტერვიუში “ქართველი ხალხი გაითავისუფლებს თავს და გამათავისუფლებს მეც“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...