spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა ომი და ნგრევა,...

“ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა ომი და ნგრევა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დემოკრატიას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის, რადგან ის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

ამის შესახებ მან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა:

კანონი ითხოვს ერთ რამეს – ფული საიდანაც შემოდის, იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის, დაარეგისტრირონ ეს ყველაფერი, თუ საიდან მიიღეს აღნიშნული თანხა და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება.

მესმის, რომ მავანს ამის გასაჯაროების სურვილი არ აქვს იმიტომ, რომ ყველაფერი ცხადი გახდება – ვინ ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, ეკლესიას, სარწმუნოებას.

ეს ყველაფერი გამოაშკარავდება. ამიტომ ურჩევნიათ, ასე მალულად, შავად ახორციელონ დაფინანსებები რევოლუციის, ექსტრემისტული ორგანიზაციების, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირებისთვის. როგორ შეიძლება აღნიშნული კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას, ეწინააღმდეგებოდეს დემოკრატიას ან ხელი შეუშალოს არჩევნების ჩატარებას? წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველაფერს კარგად ხვდება, თუ რა პროცესები მიდის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდი არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება მოხდეს.

ჩემთვის მავანია ყველა ის ადამიანი, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ვინც ხელს უწყობს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩას. პირდაპირ გეტყვით: ჩვენ არ დავუშვებთ, ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, საქართველოში განვითარდეს ის პროცესები, რაც, სამწუხაროდ და საუბედუროდ, უკრაინაში ხდება. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. დავიცავთ მშვიდობას, სიმშვიდეს და მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძე აქვე, გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც, რომლის თანახმადაც, მათი მიზანი საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებაა.

ეს ყველაფერი ძალიან დიდი ტყუილია, რადგან რეალურად, ყველა ის ადამიანი, რომელიც ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებად მოგვევლინებიან, პარტიული აქტივია. ისინიც რადიკალების ნაწილს წარმოადგენენ, უბრალოდ, სახელები აქვთ შეცვლილი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს უკვე არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციაა თუ პოლიტიკური პარტია. ერთი რადიკალური დაჯგუფებაა, სხვადასხვა სახელები აქვთ უბრალოდ დარქმეული.

ამ ქვეყნის ყველა მტერს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის მშვიდობას ქვეყანაში, ვისაც უნდა ომი და ნგრევა, მათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – გიორგი ვაშაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...