spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვგმობთ ცოფის არარსებულ, მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, გურჯაანის თავშესაფრის სისასტიკეს,...

“ვგმობთ ცოფის არარსებულ, მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, გურჯაანის თავშესაფრის სისასტიკეს, უდანაშაულოდ დახოცილ ცხოველებს, არსებულ კანონდარღვევებს” – ცხოველთა უფლებადამცველები

ცხოველთა უფლებადამცველებმა დღეს შეხვედრა გამართეს მედიასთან და განცხადება გააცნეს, სადაც მწვავე შეფასებებია კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით:

26 აგვისტოს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია გურჯაანის სოფლებში მელაანში და ჩალაუბანში ცოფის ეპიდემიის შესახებ, რაც სურსათის უვნებლობის სააგენტოს წყაროზე დაყრდნობით იყო დეზინფორმაცია, რადგან ადგილი ჰქონდა მხოლოდ ორ დადასტურებულ ფაქტს 8 მიმართვიდან.

მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორი თეიმურაზ ზავრაშვილი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს აჟღერებდა ცოფის ფაქტების დადასტურების, ცოფის შედეგად გარდაცვლილი ცხოველების და მის მიერ კანონდარღვევით სააგენტოში გადაყვანილი 90 ძაღლის და რაღაც რაოდენობა კატების შესახებ იმ ფონზე, როდესაც ცოფის ფაქტის დაფიქსირების მომენტიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილზე მყისიერად გადაცრეს 800 ცხოველი, მათ შორის ჩლიქოსანი.

ზავრაშვილის მიერ გაჟღერებული კარანტინი, რომელიც ხან 30 აგვისტოს და ხან 4 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო სააგენტოში და რომლის ფარგლებში გურჯაანის ორი სოფლიდან პირწმინდად წაიყვანეს ძაღლები და კატები, მათ შორის და პანიკის ფონზე იძულებით დაწერილი ხელწერილებით პატრონიანი ცხოველები, არის სრული უკანონობა. ამას მოწმობს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 მარტის დადგენილება №116, რომლის მიხედვით საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 30 დღის განმავლობაში გრძელდება და ის გულისხმობს ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას და არა უმეტეს.

“რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ზავრაშვილმა განაცხადა, რომ სააგენტოში გადაყვანილ ცხოველებს რამდენიმედღიანი ინტერვალით ჩაუტარდათ ცოფის აცრა, რომლის შედეგად კიდევ 6 ძაღლი გარდაიცვალა, რაც სრული ნონსენსია, რადგან ვეტერინარულად დაუშვებელია დღეების ინტერვალით ერთი და იგივე ცხოველებს ჩაუტარდეთ ანტირაბიული ვაქცინაცია.

გურჯაანის დირექტორის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ არის პირველი და ზავრაშვილი არის თვალნათელი მაგალითი ხელისუფლების ორგანიზებული სისტემური დანაშაულისა. წლების განმავლობაში ცხოველთა უფლებადამცველებმა არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას ზავრაშვილის მიერ მიუსაფარი ცხოველების განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობებთან დაკავშირებით, კუსტარული კრემატორიუმის ფუნქციონირების შესახებ, კუსტარული საინექციო სასროლ აპარატზე, ზავრაშვილის ცნობილ ,,სისხლიან“ ბლოკნოტზე და არაერთ გამქრალ ცხოველზე.

ზავრაშვილის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა არ დასრულებულა, რადგან საქმის პროკურორად დანიშნეს თეიმურაზ ზავრაშვილის ოჯახის წევრი, მისი რძალი – თინათინ ზუბაშვილი.

ზავრაშვილის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე დახმარების თხოვნით წერილობით მივმართეთ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ალადაშვილს და საქართველოს პარლამენტის მოქმედ დეპუტატს მმართველი გუნდიდან – კახი კახიშვილს, თუმცა კვლავ უშედეგოდ.

2021 წლის 24 ნოემბრის #14 დადგენილებით მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს სრული კონტროლი და ზედამხედველება აკისრია გურჯაანის საკრებულოს. შესაბამისად, ზავრაშვილის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც გურჯაანის საკრებულოს და სურსათის უვნებლობის სააგენტოს, ასევე კახეთის რეგიონის რვავე თვითმმართველი ერთეულის მერს, რომლებმაც 2021 წელს ერთობლივად დააფუძნეს ააიპ ,,მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ რომლის დირექტორად ჯერ დანიშნეს ზავრაშვილი, ხოლო 2022 წელს ერთპიროვნული მართვით გადასცეს.

ყოველივედან გამომდინარე ვგმობთ ცოფის არარსებულ, მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, გურჯაანის თავშესაფრის სისასტიკეს, უდანაშაულოდ დახოცილ ცხოველებს, არსებულ კანონდარღვევებს და ვითხოვთ თეიმურაზ ზავრაშვილის და ყველა პასუხისმგებელი, საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, უკვე არსებული საქმეების გაერთიანებას და კანონის უზენაესობას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ქვემოჩამოთვლილმა ცხოველთა უფლებადამცველებმა წარმოადგინეს:

ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ,,დოგმენის” დამფუძნებელი და დირექტორი – დავით ზანდუკელი

ცხოველთამოყვარული – ნანა ხომასურიძე

ცხოველთამოყვარული – ქეთა ხვიჩია

,,გლობალური მართვის ინსტიტუტი” დამფუძნებელი – ნინო კერესელიძე

ცხოველთა მოყვარული – ნათელა შანყულაშვილი

ცხოველთა უფლებადამცველი – შორენა ლობჟანიძე

ცხოველთადაცვის ორგანიზაციის ,,საქართველოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია” დირექტორი – ნინო გვალია

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

“2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის...

“სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა…” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...