,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში საუბრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წვლილის შესახებ და პარალელს ავლებს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში:
-
როგორ შეაფასებდით მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების პოლიტიკურ აქტივობებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით?
– მიხეილ სააკაშვილი არის ევროპეიზაციის და ევროპული ინტეგრაციის დიდი ტალღის დამწყები მთელი კონტინენტის მასშტაბით, მათ შორის, იმიტომ, რომ ევროპაში ის ქვეყნები, რომლებიც დღეს ევროპის კარზე აკაკუნებენ უკვე კარი იღება, ითვლებოდნენ ნაცრისფერი ზონის ქვეყნებად. ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპასაც ჰქონდა საკმაოდ სკეპტიკური პოზიცია მათ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, თუმცა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილმა სხვა იდეალისტებთან ერთად მოახერხა და ეს ნაცრისფერი ზონის ქვეყნები აქცია ევროპულ ქვეყნებად.
ამ კორუფციის, რუსული გავლენის, კრიმინალის თარეშის დიდი ზონა, რაც იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიები, ვგულისხმობ რუსეთის მიერ დაპყრობილ ქვეყნებს, ამ ქვეყნებში წარმატების პრეცენდენტი შექმნა ჯერ მშვიდობიანი რევოლუციის სახით, მერე დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნის სახით, რეფორმების კუთხის სახით, მათ შორის მშვიდობიანად ძალაუფლების გადაცემის სახით.
ამიტომაც მიხეილ სააკაშვილს ევროპული ინტეგრაციის კუთხით არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის აქვს ძალიან დიდი საქმე გაკეთებული და ამიტომაც არის, რომ ყველა დიდი ლიდერი ჩვენ რეგიონში ვინც არის – ლეხ კაჩინსკი იყოს ეს თუ ვოლოდიმირ ზელენსკი, მაია სანდუ – ადამიანები, რომლებიც უპირისპირდებოდნენ, მათ შორის, რუსულ იმპერიას და იყვნენ თავიანთი ერების ლიდერები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და მოკავშირეები.
ასე, რომ წვლილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის არის განუზომელი, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით ამ ისტორიულ-გეოპოლიტიკური პროცესის დაწყებაში და ეს კიდევ უფრო უსამართლოს ხდის მის პატიმრობას, თუმცა საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილი შევა ისტორიაში, როგორც უდიდესი გეოპოლიტიკური ცვლილებების ავტორი. იმ ცვლილებების, რომელმაც მათ შორის რუსეთის ნგრევა გამოიწვია და გამოიწვია ხალხის თავისუფლება და მათ შორის გაწევრიანება ევროკავშირში, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის დიდი კავშირი.
-
[ჟურნალისტის ჩაკითხვა:] რა პარალელს გაავლებდით ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში?
– ბიძინა ივანიშვილი, პირიქით, გახლავთ სიმბოლო კრიმინალის, კორუფციის, რუსული გავლენის, ევროპული ინტეგრაციის შეჩერების და მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში ევროპული ინტეგრაცია შეჩერებულიყო, ყველა ინსტიტუცია მიიტაცა, დემოკრატიულად ძირი გამოუთხარა ქვეყანას და საბოლოო ჯამში მიიღო რუსული კანონი, რომელიც ქვეყანაში ყველანაირ ევროპულ პერსპექტივას ახშობს. ამიტომაც თუ ვინმე არის მიხეილ სააკშვილის ანტიპოდი ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი