spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი...

“მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქა და ეროვნული სირცხვილი” – ირაკლი ფავლენიშვილი

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში საუბრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით და ამ ფაქტს ქვეყნის ეროვნულ სირცხვილად მიიჩნევს:

  • რამდენად სამართლიანად მიიჩნევთ, საარჩევნო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნას?

არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ ზოგადად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქა და მათ შორის ეროვნული სირცხვილი. იმიტომ, რომ თუ ვინმეს გაუკეთებია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბევრი ინსტიტუციური, ინფრასტრუქტურული კუთხით და ზოგადად ქვეყნისთვის ბევრი გაუკეთებია – ეს არის მიხეილ სააკაშვილი.

ჩვენ, როდესაც რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებთ, ყველგან ვხვდებით მიხეილ სააკშვილის მხარდამჭერს და ყველგან ვხვდებით მასიურ პროექტებს, მასიურ სიკეთეს, რომელიც გაკეთებული აქვს მიხეილ სააკაშვილს. ანუ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლიან პერიოდში იყო ბევრი კორუმპირებული კლანი, რომელიც ხრავდა ამ ქვეყანას, სისხლს წოვდა ამ ქვეყანას და ვინც მისცა შანსი ამ ქვეყანას, რომ ყოფილიყო უკეთესი, ევროპული, მდიდარი, განვითარებული – ეს ადამიანი არის ციხეში მაშინ, როდესაც დაპარპაშებენ ის ადამიანები, რომლებსაც მიუძღვით დანაშაულები და უბრძოლვიათ ერის წინაშე.

მათ შორის, ამდენი რიგითი ქართველი დღემდე არის მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე გულშემატკივარი მიუხედავად ყველანაირი რეპრესიისა, პროპაგანდისა, არის იმის დამსახურება, რომ მათ კარგად იციან, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, როგორც ასეთი ქართველი კაცისთვის და ქართული ოჯახისთვის და ქართველი ქალისთვის, ქართველი ადამიანისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის თუ ვინმეს აქვს ბევრი რამ გაკეთებული არის მიხეილ სააკაშვილი. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მისი პატიმრობა წინა საარჩევნო პერიოდში და ისეც არის უდიდესი დანაშაული და შეცდომა.

რაც შეეხება წინა საარჩევნო პერიოდს, ამას სხვა დატვირთვა აქვს – არჩევნების ლეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ოპოზიციური მოთამაშე იყოს თავისუფლებაზე, არ იყოს რუსეთის აღიარებული აგენტის ბრალდებების მიხედვით დამწყვდეული ციხეში და იმ სასამართლოს არ ჰქონდეს გამოტანილი განაჩენი, რომელიც არის სანქცირებული და რა თქმა უნდა, მისი პატიმრობის დროს მისი მდგომარეობა, მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები არის სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების, ევროპული ორგანიზაციების, მათ შორის, ევროკავშირის და მთელი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული, რომ ის არათუ იდევნება, არამედ პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი გახლავთ და მისი ძირითადი უფლებები არის შელახული.

ამიტომაც ყველა კუთხით მისი პატიმრობა არის უდიდესი დანაშაული ივანიშვილის მხრიდან და კრემლის ინსტრუქციის შესრულება, რომ უნდა დაისაჯოს რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე თავისუფლების დიდი ტალღის და ევროპეიზაციის დიდი ტალღის სულისჩამდგმელი მიხეილ სააკაშვილი. იმისთვის, რომ მან გაბედა და ამ კორუფციის ჭაობში, კორუფციის სივრცეში, რუსეთის გავლენის სივრცეში, ძლიერი სახელმწიფოს დემოკრატიული პრეცენდენტი შექმნა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს 9 მაისს იმიტომ აღინიშნება, რომ კრემლმა არ ისურვა ზეიმი თავის სიტუაციურ მოკავშირეებთან და...

8-9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს...

პროკურატურამ ელისოს საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

“2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...