spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახტა-დახტა უცხო ქვეყნების მფლობელობაში მყოფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი...

“ახტა-დახტა უცხო ქვეყნების მფლობელობაში მყოფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი აგენტი ოპოზიცია და მივიდა მის მეპატრონესთან…” – დიტო სამხარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე Facebook-ის პირად გვერდზე მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ოპოზიციასთან დაკავშირებით მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

,,ახტა-დახტა უცხო ქვეყნების მფლობელობაში მყოფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი აგენტი ოპოზიცია და მივიდა მის მეპატრონესთან! ,,გვიშველეთ, ,,ქართული ოცნება” გასამართლებას და თქვენს მიერ დავალებული ანტიქართული ქმედებების შესრულების გამო, პარტიის აკრძალვასაც გვიპირებსო!” აღშფოთდა მეპატრონე, ,,ეს როგორ შეიძლება, ანტიდემოკრატიულია, ჩვენი აგენტურა თუ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულებებს ჩადიოდა, არაფერია იმასთან შედარებით, რა სიკეთეც აქვთ უცხო ქვეყნების ინტერესების დაკმაყოფილებისთვის გლობალურ ჭრილში გაკეთებულიო”🤦🏻‍♂️

რამდენი აღიარება დააფიქსირეს პანიკაში ჩავარდნილმა მონებმა და მეპატრონეებმა 😂

1. აღიარეს, რომ ,,ქართული ოცნება” არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს და აგენტურის გასამართლება გარდაუვალია. დალუქეს და არ გაასაჯაროვეს ჩატარებული კვლევების შედეგები, რომლითაც დიდი ხნის წინ დარწმუნდნენ მარცხში და ძიძგნიან ჩვენს სამშობლოს თავიანთი განცხადებებით და უსამართლო გადაწყვეტილებებით;

2. ⁠დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას სურს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი აგენტურის, ეკლესიის და ქართული იდენტობის მოწინააღმდეგეების, გარყვნილობის პროპაგანდის მოსურნე მანქურთების გასამართლება;

3. ⁠ქართული ოცნების მიერ მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობის შემდეგ, დაკარგავენ მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობას, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს, რადგან დიდი შანსია ადგილი ჰქონდეს პროვოკაციებს.

არც არაფერს მალავენ და პირდაპირ აჟღერებენ მოთხოვნებს, მეორე ხარისხოვნები ვგონივართ. არ აინტერესებთ ჩვენი წარსული და ჩვენი ახალგაზრდა თაობის მშვიდობიანი მომავალი! უნდათ დაგვამონონ, არ არის მაგათ ინტერესებში ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველო, მზარდი ეკონომიკით! სურთ, დამოკიდებულები ვიყოთ და შესაბამისად, არც ქვეყნის განვითარება შედის მაგათ გეგმებში, მაგრამ ვერ მოგართვით!

ჩვენ, ქართველები და საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად მრავალეროვანი ერი, ვისთვისაც სამშობლო საქართველოა, 26 ოქტომბერს, ქუდზე კაცი გამოვალთ, დავიცავთ წარსულს, აწმყოს და მომავალს4️⃣1️⃣🇬🇪✊🏻”, – წერს დიტო სამხარაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის...

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...