ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა პროცესების განვითარების მძიმე სცენარებზე საუბრობს:
“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
სრულად ამუშავდა აქტიური და “მიძინებული” აგენტურა.
სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმა თავისი მზაკვრული გეგმა აღასრულა. დღეს საფრანგეთმა საქართველოს ლიდერებს მორიგი სანქციები დაუწესა.
დიახ! დღევანდელ ისტორიულ დღეს, როდესაც ჩვენი გულები ახალ პატრიარქთან ერთად უნისონში ძგერს…
ახლა ისმის მთავარი კითხვა!
როდემდე ვსდიოთ წვრილფეხა შპიონებს, მოძონძო აგენტებს და ზოგადად ათასი ჯურის “ნასედკებს”, როდესაც ბებერი, გამოწრთობილი ზვიგენების თავები სულ მალე კვლავ გადმოკვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.
დავიჯერო ამ ბოლო, გაუგონარი საბოტაჟის მერე, კვლავაც თავზე ხელს გადავუსვამთ ქვეყნის ასე ღიად გამყიდველებს??
ვფიქრობ, თუ ახლა არ მივიღეთ სათანადო ზომები, არ არის გამორიცხული, რომ შემდეგი ნაბიჯი ძლიერი ტერორისტული აქტი იყოს, მთავრობის, ივანიშვილების ოჯახის და აწ არჩეული შიო მესამის წინააღმდეგ.
7 ივნისი წყალგამყოფი თარიღია.
შეძლებს ერევანი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, თუ განავითარებს იმ აზრს, რომ ყარაბახი სომხური არ ყოფილა…
საინტერესოა ჩვენ რა აზრის განვითარებას მოგვთხოვენ???
მოკლედ, დიდი ამბებია მოსალოდნელი და დაველოდოთ…
P.S. ვისი ტერიტორია სად იწყება და სად მთავრდება, მხოლოდ იმ ქვეყნის საქმეა, სადაც პრობლემა დაიბადა, თუმცა სამწუხაროდ დირიჟორები სულ სხვა ქვეყანაში სხედან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.

