ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პუტინის მონებს არ აქვთ უფლება ისაუბრონ მშვიდობაზე" -...

“პუტინის მონებს არ აქვთ უფლება ისაუბრონ მშვიდობაზე” – გიორგი ბარამიძე “ქართული ოცნების” ლიდერებზე

,,ევროკავშირი არის მშვიდობა, რუსეთი არის ომი. ივანიშვილს და მის მოღალატე გუნდს არ აინტერესებს, დავითგარეჯი რომ საქართველოა, მხოლოდ არჩევნებისთვის ახსენდებათ ეს ყველაფერი. დემაგოგიას, ამ უნამუსობას აქვს საზღვარი და ქართველი ხალხი არ არის ბრბო. ხელისუფლებას მალე მოუწევს იმ მილიარდების დაბრუნება, რომელიც წაართვეს საქართველოს ბიუჯეტს. ხალხი გაღარიბდა მათი გამდიდრების ფონზე. ამოუვიდა ყელში ქართველ ხალხს, მათი ტყუილები , ამიტომაც მიიღებენ სერიოზულ პანღურს არამარტო მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდისგან, არამედ საზოგადოებისგან“, – განაცხადა ,,ერთიანობა“-,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ, ირაკლი კობახიძის გამოსვლასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია 2024 წლის არჩევნებზე, რომ ეს არის პრინციპული არჩევნები.

,,პუტინის მონებს არ აქვთ უფლება საერთოდ ისაუბრონ მშვიდობაზე, იმიტომ, რომ პუტინი და იმპერიალისტური რუსეთი არის სწორედ ომი და უბედურება. და ეს იცის ყველა ნორმალურმა ადამიანმა მთელს დედამიწაზე. მხოლოდ ქოცები ცდილობენ, რომ ვინმე მოატყუონ ამ თვალსაზრისით.

ევროკავშირი არის მშვიდობა, ევროკავშირი, საითაც ჩვენ წავიყვანთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხი გააკეთებს ამ პრინციპულ არჩევანს, სწორედ კეთილდღეობა, ცივილიზებულობა, ჩვენი კულტურის შენარჩუნება, დაცვა ჩვენი რელიგიის, განვითარება, აი იმ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რომელსაც ისინი ანადგურებენ, გელათის ფრესკები, რომ თავზე გვეყრება, იმ კულტურული მემკვიდრეობის, რომელიც ივანიშვილს და მის მოღალატე გუნდს არ აინტერესებს, დავითგარეჯი რომ საქართველოა, მხოლოდ არჩევნებისთვის ახსენდებათ და 2020 წლის შემდეგ აღარ გახსენებიათ. იმ კულტურული მემკვიდრეობის და ეკლესიების, ჯვრის მონასტრის სახით, რომელსაც არ არემონტებენ, იმიტომ, რომ, ფული რომელიც გამოყოფილია ამერიკის მიერ არის გამოყოფილი და ვინმემ რომ არ თქვას, რომ ამერიკელებმა გაარემონტესო, მათ ეს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ.

ბიძინა ივანიშვილი იმიტომ დამარცხდება, რომ მან ეს ყველაფერი აჩვენა ქართველ ხალხს, საყდრისი ააფეთქა, იმიტომ, რომ, თვითონ, თავისი ბიტკოინების ქარხნისთვის უფასო დენი შეიქმნა, ზუგდიდში კი ორი ჩვილი ბავშვი დაიწვა, იმიტომ, რომ მათ დენი არ ჰქონდათ.

ამიტომ დემაგოგიას, ამ უნამუსობას, ამ უსინდისობას აქვს საზღვარი და ქართველი ხალხი არც ცხვარია, არც ბრბო და არც მათი მონა, როგორც თვითონ არიან პუტინის მონები, ამიტომ, 2/3 პროცენტს კი არა, ქართველი ხალხისგან ისინი მიიღებენ დიდ პანღურს და მოუწევთ იმ მილიარდების დაბრუნება, რომელი მილიარდებიც ამოიღეს, მოიპარეს საქართველოს ბიუჯეტიდან, როდესაც გადაინაწილეს მთელი ეკონომიკა რამდენიმე ასეულ ოჯახზე და სისხლს წოვენ ქვეყნის ეკონომიკას, თვითონ მდიდრდებიან, ამდენი იმიტომ, რომ, ჯერ მარტო მაჯის საათები უკეთიათ ასობით ათასიანი და შვილებს დაატარებენ ჯეტებით, ვითომ მამების პენსიებით. ვის ატყუებენ, ნაძირალები, გაიძვერები, ამოვიდა ყელში და ამოუვიდა ყელში ქართველ ხალხს, მათი ტყუილები და მათი ფარისევლობა, ამიტომაც მიიღებენ სერიოზულ პანღურს საზოგადოებისგან, არამარტო მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდისგან“, – განაცხადა გიორგი ბარამიძე.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველოს მეგობრებს თავი დაანებე, წადი სწორი ნახე, კოჭი გააგორე წინასთან და მარგოსთან ერთად😡” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე თბილისის მერის, კახა...

“გათხოვილ კაცებზე “ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი?” – მამუკა მდინარაძე

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი მიცემულ კონკრეტულ რეკომენდაციებსა და ვიზალიბერალიზაციასთან...

“რეჟიმის საქმე წასულია, მათ არასწორი მხარე აირჩიეს, მისი დასრულება მხოლოდ დროის საკითხია და ეს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" მიერ...

“გიორგი ვაშაძის ინიციატივა ერთიანობის შესახებ უნდა იქცეს რეალურ სამოქმედო გეგმად. ეს არის ნდობის...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პატიმრობაში მყოფი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...