spot_img
მთავარიინტერვიუ"ასეთი ადამიანისთვის ქვეყნის ნდობა, უბრალოდ საშიშია, როგორც დაგვანახა...

“ასეთი ადამიანისთვის ქვეყნის ნდობა, უბრალოდ საშიშია, როგორც დაგვანახა ბოლო 12-მა წელიწადმა” – ზაზა ბიბილაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე, იმ ფონზე, თუ როგორ მიმართა მან მხარდამჭერებს ტყვიაგაუმტარი მინის ბარიერიდან, მმართველი პარტიის მიერ მცხეთაში ჩატარებულ ღონისძიებაზე:

,,ეს არის ადამიანი, რომელიც გამოჩენის პირველივე დღიდან პარანოიდალური თვისებებით გამოირჩეოდა. გამოჩენამდეც ყველამ კარგად იცის, რომ ის ემალებოდა საზოგადოებას.

,,ტვ ნადეჟდამ” სიუჟეტი გაშვა, სადაც ამბობენ, რომ თურმე ტრამპიც გამოსულა, მას შემდეგ რაც თავს დაესხნენ, ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა.

შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ტრამპი წლების განმავლობაში იყო პოლიტიკაში, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მერე ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში მსგავსი არაფერი ყოფილა. ივანიშვილი კი გამოჩენის დღიდან ზუსტად ასე მოქმედებდა, ასეთი იყო მისი საარჩევნო კამპანია. 2012 წელს, როდესაც მან საქართველო მიტინგებით მოიარა, ზუსტად ასეთი ბრონირებული შუშის უკან იდგა.

შევახსენებ საზოგადოებას – ჟურნალისტები რომ მიიპატიჟა თავისთან პრესკომფერენციაზე, ბახილები ჩააცვა. შესაბამისად, ეს არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ არ ენდობა ადამიანებს, მას არ უყვარს ადამიანები. ასეთი ადამიანისთვის ქვეყნის ნდობა, უბრალოდ საშიშია, როგორც დაგვანახა ბოლო 12-მა წელიწადმა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ მთელი ,,ქოცური” პროპაგანდის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო, რომ წინა ხელისუფლების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი თურმე ფრონტის ხაზიდან გაიქცა, როდესაც ის ომის დღეებში იმყოფებოდა ფრონტის წინა ხაზზე და როდესაც რუსული სამხედრო თვითმფრინავი გამოჩნდა, როდესაც დაცვამ გაარიდა, ამის შემდეგ მოხდა მისი ფიზიკური საფრთხისგან არიდება.

შევადაროთ ეს ყოველივე იმას, რომ ივანიშვილი 12 წელია, თითქოს მშვიდობის პირობებში, არ მიახლოებულა საოკუპაციო ზოლთან. დღესაც კი, როდესაც მან ასეთი სანუკვარი სისტემა შეიქმნა, სადაც რეალურად ყველას და ყველაფერს აკონტროლებს – სუსი, პოლიცია მისია, უსაფრთხოების ყველა ბერკეტი მის ხელშია, ტოტალური ძალაუფლება აქვს ამ ეტაპზე მას ქვეყანაში, რეალურად დიქტატორია. ამ ვითარებაშიც კი ის ვერ ბედავს, რომ საკუთარ ხალხს დაენახოს პირდაპირ. ამდენად არ აქვს მას ადამიანების ნდობა, ამდენად იცის მან, თვითონ – რა აქვს დაშავებული, შესაბამისად, სხვამ რომ იცოდეს, ალბათ, რამხელა რისკის ქვეშ დადგებოდა.

შევახსენოთ საზოგადოებას მისი პროპაგანდისტების ერთ-ერთი საუბარი, შალვა რამიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის, როდესაც ისინი პირდაპირ აღიარებენ, ,,რამდენი სიავე გვაქვს გაკეთებულიო, ჯერ ეს ერთი უნდა გავიხსენოთო, მაგრამ იმისი დიდი ნაწილი არ იცის ხალხმაო, რაც გაკეთებული გვაქვსო და რომ იცოდეს, რა დღეში ჩაგვაგდებდნენ წარმოიდგინეო”.

ივანიშვილმა ხომ იცის ეს ყველაფერი. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საკუთარ ხალხს ემალება და ძალით ახდენს ხალხის მობილიზებას. ცხადია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მიჰყავს ადამიანები, რომელთაც საერთოდ არ აიტერესებთ მისი ნაბოდვარი ტექსტები, რომელიც დაწერილია რუსული პროპაგანდისტების მიერ”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...