პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 24-26 აგვისტოს...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 24-26 აგვისტოს პერიოდისთვის

23 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 24 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.

აგვისტო ისევ ეროვნული ვალუტის რყევები დაიწყო, თუმცა ზოგიერთ უცხოულ ვალუტასთან მიმართებაში სახეზე იყო გამყარების ნიშნები, მაგრამ გასულ კვირაში ისევ გაუფასურება მოხდა. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

20 აგვისტო – 2.6991;
21 აგვისტო – 2.6995;
22 აგვისტო – 2.7064;
23 აგვისტო – 2.7099.

3-დღიანი გაუფასურების შემდეგ, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეუკვე საგრძნობლად გამყარდა, 0.0122 ლარით და 1 აშშ დოლარი 24 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 2.6903 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

20 აგვისტო – 2.9677;
21 აგვისტო – 2.9913;
22 აგვისტო – 3.0106;
23 აგვისტო – 3.0196.

ანალოგიურად, ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე მნიშვნელოვნად გამყარდა, 0.0192 ლარით და 24 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 3.0004 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 24 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5397 ლარი (გამყარდა 0.0165 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0793 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6535 (გამყარდა 0.0025 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5866 ლარი (გამყარდა 0.0068 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.9573 ლარი (გამყარდა 0.0281 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1671 ლარი (გამყარდა 0.0150 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7801 ლარი (გამყარდა 0.0159 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2153 ლარი (გამყარდა 0.0126 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.2976 ლარი (გაუფასურდა 0.0123 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8475 ლარი (გამყარდა 0.0103 ლარით).

რუბლთან მიმართებაში, აგვისტოში პროცესი დინამიური გამყარებისა და  სტაბილიზაციის ეტაპზე გადავიდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

20 აგვისტო – 3.0026;
21 აგვისტო – 2.9528;
22 აგვისტო – 2.9449;
23 აგვისტო – 2.9806.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, საგრძნობლად, 0.0391 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 24 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9415 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...