spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც...

“ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც საკუთარ თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთანაც კი ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას” – ირაკლი ნადირაძე

მცხეთაში, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნის დროს, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ამჟამად საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები გააკეთა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა:

ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც საკუთარ თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთანაც კი ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას. ვნახეთ ისიც, რომ ოლიგარქ ივანიშვილს არცერთი სიტყვა არ უთქვამს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე: გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, გაზრდილ ფასებსა თუ დაბალ შემოსავლებზე, რის გამოც ადამიანები, მათ შორის ბავშვები შიმშილობენ ამ ქვეყანაში. არ გახსენებია ჩვენი ახალგაზრდები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები თუ ამ ქვეყნის ის ასი ათასობით მოქალაქე, რომელთაც გაძვირებული ცხოვრების, დაბალი შემოსავლებისა და უმუშევრობის გამო ქვეყნიდან მოუწიათ წასვლა, საკუთარი შვილებისა და ოჯახების დატოვება.

სამაგიეროდ კვლავ ისაუბრა “ნაციონალური მოძრაობის” და დასავლური ოპოზიციის განადგურებაზე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში, ივანაშვილის რეალური ამოცანა არა ხალხის პრობლემების მოგვარება, არამედ ოპოზიციის, თავისუფალი სიტყვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და იმიჯის ბოლომდე განადგურება იქნება.

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს უნდა გავერთიანდეთ ყველა, რათა ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის ანტიქართული, ანტიეროვნული, მოღალატე ხელისუფლება და ქვეყანა კვლავ სწრაფი სვლით წავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ევროპული შემოსავლები და კეთილდღეობა“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...