spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"უკრაინა შიშსაც ანადგურებს, არათუ მხოლოდ რუსეთს!" - ლაშა...

“უკრაინა შიშსაც ანადგურებს, არათუ მხოლოდ რუსეთს!” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე Facebook-ის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ახალი გარემოებების გათვალისწინებით:

,,უკრაინა რუსეთის სახით ებრძვის არა მხოლოდ კაცობრიობისთვის მტრულ ძალას, არამედ დიდ ,,ფეიკს”, სიყალბეს, რითაც რუსეთი ათწლეულებია და აგერ ბოლო წლებიც კი აშანტაჟებს და ზაფრავს მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში კი – დასავლეთს: რომ თითქოს ის უძლეველი და ირაციონალურია და თუ მეტისმეტად გაღიზიანდება – ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებენ…

არადა, რისი გამომყენებელია კაცი, რომელიც კილომეტრიანი დისტანციით ეჯდა მაგიდას, ვინმეს კოვიდი რომ არ მიეტანა მისთვის…

აგერ, მიიღო უკრაინამ ამ ფეიკ-იმპერიის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა და იარაღი და სულ რამდენიმე საათში დაარღვია რუსეთის დაცულობის უკიდეგანოდ ჰიპერბოლიზებული ილუზია.

საოცარი ქვეყანაა უკრაინა!.. და პრინციპში მაინც როგორი მარტოა ამ ბოროტებასთან ბრძოლაში! უკრაინელები ხომ ჩვენც გვათავისუფლებენ ჩვენი წილი ხელოვნური ფობიებისგან ამ ხალტურა-სახელმწიფოს მიმართ… უკრაინა შიშსაც ანადგურებს, არათუ მხოლოდ რუსეთს!”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

“ივანიშვილის ხალხის მისვლა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა შეურაცხყოფაა…” – ლაშა ბუღაძე

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მმართველი გუნდის ლიდერების მისვლას, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...