ორშაბათი, აპრილი 21, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გუშინდელი მოსმენა არის...

“აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გუშინდელი მოსმენა არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის” – თინა ბოკუჩავა

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გუშინდელი მოსმენა არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის. აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი თავისუფალი არჩევანი აისახოს საარჩევნო შედეგზე, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი გასაკეთებელია, შეუპოვარი ერთიანობით უნდა შევცვალოთ ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება და დავიბრუნოთ ევროატლანტიკური პერსპექტივა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს შესახებ მოსმენასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა:

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გუშინდელი მოსმენა არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის, რომელსაც დემოკრატი და რესპუბლიკელი — ვიმეორებ — რესპუბლიკელი, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენები მოიხსენიებდნენ პრორუსულ, პუტინისტ, კორუმპირებულ ვერშემდგარ დიქტატორად.

იქნება ეს მეგობარი აქტის ავტორი კონგრესმენი ჯო უილსონი, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ტომას კინი თუ კონგრესის სხვა წევრები, მათ შორის რესპუბლიკელები, რომლებიც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო სწორედ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არიან, უკიდურესად მწვავედ აფასებენ ივანიშვილის მცდელობას ქართველ ხალხს წაართვას ევრო-ატლანტიკური არჩევანი.

ივანიშვილის რუსეთთან დაახლოების და დემოკრატიული უკუსვლის პოლიტიკასთან ერთად, კონგრესის წევრებმა მწვავედ გააკრიტიკეს ივანიშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილება ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების კონსორციუმისთვის გადაეცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

მაშინ, როდესაც სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებამ, პრეზიდენტი ტრამპის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პირდაპირი გაფრთხილებების მოუხედავად, განდევნა ამერიკელი ინვესტორები და ისინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ჩინური კომპანიებით ჩაანაცვლა.

კონგრესის წევრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების გაგრძელების აუცილებლობაზე, რაზეც სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ჯოშ ჰაკმა, რომელიც ცოტა ხნის წინ თან ახლდა ჯიმ ობრაიანს საქართველოში და რომელსაც. მათ შორიც. მეც პირადად შევხვდი, განაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვებთან ერთად აქტიურად იხილება ფინანსური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, როგორც პირების, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და ევროპულ მომავალს.
როგორც ჯოშ ჰაკმა განმარტა – არჩევანი ახლა ქართველ ხალხზეა – 26 ოქტომბერს აირჩევენ ანტიდასავლურ ივანიშვილის ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც საქართველოს არ აქვს ევრო-ატლანტიკური პერსპექტივა, თუ საკუთარი არჩევანით გადაარჩენენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის, გრძელვადიანი დამკვირვებლების გამოგზავნით საქართველოში, იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება და თავისუფალი არჩევანი აისახოს საარჩევნო შედეგზე, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი გასაკეთებელია – საქართველოს მოქალაქეების მიერ, რომლებმაც შეუპოვარი ერთიანობით უნდა შევცვალოთ ივანიშვილის პრორუსული, ანტიდასავლური ხელისუფლება და დავიბრუნოთ ევროატლანტიკური პერსპექტივა. ჩვენი ერთიანობით და თანმიმდევრულობით, მჯერა, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის არჩევანი სწორედ ეს იქნება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას – ყველაფერი იმართება...

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...