spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ...

“მიხეილ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ შორეულ 2002-2003 წლებში რომ გააერთიანა მაშინდელი ოპოზიცია’’- პეტრე ცისკარიშვილი

,,ერთიანობის’’ ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის როლის შესახებ:

,,მიხეილ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, ჯერ კიდევ შორეულ 2002-2003 წლებში, ვინც გააერთიანა მაშინდელი ოპოზიცია, ვინც შექმნა ქვეყანაში ის პოლიტიკური დინამიკა, რომელმაც მოიტანა, მართლაც, ისტორიული გარდატეხა და შემდეგი 2004 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე საქართველოს ისტორიაში იყო უმნიშვნელოვანესი ეპოქა, როდესაც ქართული სახელმწიფო ახლიდან დაიბადა, ინსტიტუციები შეიქმნა, ქვეყანა განათდა, კრიმინალი პრაქტიკულად მოისპო, ეკონომიკური ზრდა იყო დაახლოებით ოთხნახევარი – ხუთჯერ გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა იმ პერიოდში და ეს იყო მართლაც, ის პერიოდი რითიც ყველა ქართველს შეუძლია იამაყოს, როდესაც რეალურად დაიწყო ევროინტეგრაციაც იმ პერიოდის შედეგია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ქვეყნებში.

ახლა თუ გაიხსენებთ ბოლო პერიოდში, სანამ მოდაში შემოვიდოდა ერთობაზე ან ერთიანობაზე საუბარი, ჯერ კიდევ 5-6 თვის წინ მიშა სააკაშვილი იყო პირველი, ვინც დაიწყო საუბარი ერთიანობაზე, რომ ასეთ კრიტიკულ-ისტორიულ მომენტში, როდესაც მოდის არჩევნები, სადაც ქვეყნის ბედი და მომავალი უნდა გადაწყდეს, ჩვენი შვილების ევროპული მომავალი დაიდო სასწორზე, ერთიანობის გარეშე შეუძლებელია ცვლილებების მიღწევა.

ერთიანობით, რა თქმა უნდა, ამ ერთიანობის ავანგარდში ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში იშვიათად აქვს ხოლმე მიშა სააკაშვილს ჩართვები, მაგრამ როდესაც ეძლევა შესაძლებლობა საჯარო გამოსვლების, ყოველთვის საუბრობდა ერთობაზე, ერთიანობაზე, ერთიან ძალისხმევაზე, იმაზე რომ ძალა ერთობაშია, რომელიც ჩვენს გერბზეა გამოსახული, ამიტომ ამ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ სასურველ შედეგს ჩვენი ქვეყნისთვის, მომავლისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის, 26 ოქტომბერს’’, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ომი დამთავრდა 8 მაისს ევროპის დროით და ვინც 9 მაისს აღნიშნავს, ის არის საბჭოთა...

გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით, კონკრეტულ მაგალითზე მინიშნებით, თავის...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...