პარასკევი, ივნისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიემიგრანტის ხმა "პარალელზე"ემიგრანტების ხმა "პარალელზე": "უცხო მიწაზე რაოდენ კარგადაც არ...

ემიგრანტების ხმა “პარალელზე”: “უცხო მიწაზე რაოდენ კარგადაც არ უნდა ცხოვრობდე, მაინც უცხო ხარ” – ხათუნა მაჭარაშვილი

ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქე, ხათუნა მაჭარაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს იმ პრობლემებსა და სატკივარზე, რაც სამშობლოსა და ოჯახის დატოვებას ახლავს თან:

,,ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე ერთადერთი მიზეზის გამო – ეს იყო გაჭირვება, გადარჩენისთვის წასვლა ჩემი ქვეყნიდან. იმიტომ, რომ ქვეყანაში, სადაც მუშაობ 3 სამსახურში და საკუთარ შვილებს ელემენტარულითაც ვერ უზრუნველყოფ, ამიტომ იძულებით მომიწია დამეტოვებინა 2 არასრულწლოვანი შვილი საქართველოში და იმ ეტაპზე, მათ გადასარჩენად, წავსულიყავი ემიგრაციაში.

გარემოს შევეგუე-თქო ვერ ვიტყვი. მგონია, რომ სადაც შენი ფესვებია, შენი ყველაფერია, უცხო მიწაზე რაოდენ კარგადაც არ უნდა ცხოვრობდე, მაინც უცხო ხარ იმ ქვეყნისთვის, იმ საზოგადოებისა თუ გარემოსთვის.

თავიდან ძალიან გამიჭირდა. ეს იყო უფრო შვილების, ოჯახის, მშობლების მონატრება, სადაც აღარ იყო ისეთი გარემო, რომელშიც მე ვცხოვრობდი და ვიყავი მანამდე, ეს იყო სამსახური, სადაც 24/7-ზე არაჯანსაღ მოხუცთან ერთად, გონებრივად თუ ფიზიკურად, გიწევდა ყოფნა.

ფაქტიურად, ცხოვრობ გისოსების გარეშე ციხეში მოხუც არაჯანმრთელ ადამიანთან ერთად. ცხოვრობ მისი წესებით. ამასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, რომ თუ ფსიქოლოგიურად ძლიერი არ ხარ ადამიანი, ამ ყველაფერს ბევრმა ვერ გაუძლო. ბევრი გაგიჟდა, გარდაიცვალა, სამწუხაროდ, ბევრი უკან დაბრუნდა… ეს არის ძალიან რთული. თუმცა, მე შევძელი ამ ყველაფერთან გამკლავება. ეს იყო იმ იმედით და რწმენით, რომ ჩემ შვილებს ვჭირდებოდი.

მე-5 წელია ემიგრაცია ვარ, ზუსტად ვიცი ამ ხალხის კანონი, ცხოვრების წესი. ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რომელსაც ჩემი სამშობლო ჰქვია, დავიწყებ იმით რომ პენსია მედიკამენტებშიც არ ჰყოფნით. პენსიონერი დგას ქუჩაში და ყიდის მწვანილს, მათხოვრობს. მე ევროპელი მოხუცი არც ქუჩაში მინახავს და არც ბაზარში არ დგანან და არაფერს არ ყიდიან. გადარჩენისთვის ამათ არ უწევთ ბრძოლა. მათ აქვთ იმხელა შემოსავალი, რომ თავის მომვლელსაც თვითონ უხდიან თავისი პენსიიდან და უზრუნველყოფენ თავისი მომვლელის რჩენასაც. ასევე, ის განსხვავებაა ევროპასა და საქართველოს შორის, რომ მედიკამენტები აქვთ უფასო. პენსიონერზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, იგი არის სახელმწიფოსგან უზრუნველყოფილი.

საპარლამენტო არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. ჩემი მონაცემები შევავსე და გადავაგზავნე საემიგრაციო სამსახურში და საელჩოში. ასევე, ველოდები არჩევნებს და აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემ ხმას.

სხვა ემიგრანტესაც ვეტყოდი იმას, რომ აუცილებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაშიც გვიწევს ემიგრანტებს ყოფნა.

ემიგრანტებს ვეტყოდი, რომ დროა, ჩვენ ქვეყანაში დიდი ცვლილებები მოვახდინოთ, ჩვენ ოჯახებში დავრუნდეთ და ჩვენც ისეთი უზრუნველყოფილი სიბერე გვქონდეს, როგორიც ევროპაშია! ემიგრანტებო, ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ ევროპა, ჩვენ შეგვიძლია საქართველოში არსებული რეალობა შევცვალოთ, ოღონდ ამისთვის უნდა ვიაქტიუროთ”, – განაცხადა ხათუნა მაჭარაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი გიტოვებს ომს ან მონობას. ან ორივეს ერთად” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“უცვლელია არჩევნების შესახებ “წინააღმდეგობის პლატფორმის” ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "წინააღმდეგობის პლატფორმის" პოზიციას ახმოვანებს,...

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...