ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ანტიდასავლურ პოლიტიკას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება - თბილისის...

“ანტიდასავლურ პოლიტიკას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება – თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაცია და ვაგონების განახლების პროგრამა შესაძლოა აღარ განხორციელდეს” – ვასო ურუშაძე

„ანტიდასავლურ პოლიტიკას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება – თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაცია და ვაგონების განახლების პროგრამა შესაძლოა აღარ განხორციელდეს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე:

ანტიდასავლურ პოლიტიკას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება – თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაცია და ვაგონების განახლების პროგრამა შესაძლოა აღარ განხორციელდეს.

მინდა მივმართო თბილისის მერს, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ანტიდასავლური განცხადებებით, თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, როგორ აპირებს ის თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციას და ახალი ვაგონების შეძენას, მაშინ როცა აღნიშნული პროგრამა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების და დასავლური ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს?

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), 200 მლნ ლარის ფინანსური დახმარებით გათვალისწინებულია თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი რომელიც ითვალისწინებს 2023-2029 წლებში თბილისის 12 მეტროსადგურის რეკონსტრუქციას. ასევე მოდერნიზაცია უნდა გაუკეთდეს 36 ესკალატორის ელექტროძრავს.

600 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს ახალი მეტროს ვაგონების შეძენა, საუბარია ჯამში 22 შემადგენლობაზე და 97 ვაგონზე.

ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური შედეგები უმძიმესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, სამწუხაროდ ეს შეეხება თბილისსაც და ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებს, როგორიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მეტროს განვითარებაა.

ივანიშვილის ხელისუფლებამ 12 წლის განმავლობაში ვერცერთი ახალი მეტროს სადგური ვერ შემატა თბილისს, ვერც ვარკეთილის მეტროსადგური ვერ დაასრულეს, ვერც გურამიშვილი, ვერც ავლაბარი, სადაც ახლა ვიმყოფებით, გვახსოვს გოცირიძის მეტროს სადგურის რეაბილიტაციაც, ეს ხდება მაშინ როცა ჩვენ გვქონდა დონორი ორგანიზაციების მყარი ფინანსური მხარდაჭერა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება თბილისის განვითარება თუ ევროპული ორგანიზაციები შეწყვეტს დაფინანსებას.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ამ არჩევნებზე გადაწყდება მთლიანად ქვეყნის ბედი, მათ შორის თბილისის და მისი განვითარების. 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ სახელოვნად, ერთობით და ერთიანობით – ის რაც ოცნებას დაუნგრევია ერთიანობას უშენებია!“ – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...