“ევროპულ საქართველოს” წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი, პარტიის პოლიტიკურ ინტერესსა და გეგმებზე საუბრობს:
“ევროპულ საქართველოს” ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება და შესაბამისად, ამ ამოცანისთვის არ იმოქმედებს.
მაგრამ ჩვენ გვინდა, “ოცნების” დასამარცხებლად, ენმ-ს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი დავაკარგინოთ და ქვემოთ ჩავაგდოთ.
მიგვაჩნია რომ ეს აუცილებელია როგორც ივანიშვილის დამარცხების, ისე საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების ამოცანებისთვის.
ენმ-ის ქვემოთ ჩაგდებას მარტო ვერ შევძლებთ ცხადია – ამიტომ, ვისაც იგივე სურვილს შევატყობთ, განსხვავებებზე თვალს დავხუჭავთ და ტექნიკურ ალიანსს შევკრავთ.
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არანაირ გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ასე რომ, იყავით მშვიდად ჩვენო მხარდამჭერებო და გააგრძელეთ ჩვენი საერთო, დიდებული იდეების გავრცელება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.