spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმეგონა ამ ტერიტორიაზე აპოკალიფსი მოხდა, ვფიქრობდი - ღმერთო...

მეგონა ამ ტერიტორიაზე აპოკალიფსი მოხდა, ვფიქრობდი – ღმერთო ჩემო, სად მოვედი?! ასე იქნება ყველგან?! – ესტონელი ტურისტი

როდესაც აეროპორტიდან ქუთაისისკენ მიმავალ გზას დავადექი პირველი, რაც დავინახე მიტოვებული გაზგასამართი სადგურები, ამორტიზებული საპირფარეშოები და გზის პირზე დაწყობილი ავტომობილების ჩონჩხები იყო. მეგონა ამ ტერიტორიაზე აპოკალიფსი მოხდა. ვფიქრობდი – ღმერთო ჩემო, სად მოვედი?! ასე იქნება ყველგან?!“ – ასე აღწერს თავის პირველ ემოციებს ესტონელი ტურისტი, რომელმაც დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის აეროპორტით ისარგებლა და საქართველოში ორი კვირა გაატარა. როგორც ის ამბობს, ნანახმა იმდენად შეაშფოთა, რომ მაშინვე ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირება სცადა.

ვადიმ მოლოდკოვმა წერილი გააგზავნა ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა შესაბამის სამსახურში და რამდენიმე ოფიციალურ პირთან, მაგრამ მის ელექტრონულ წერილს არავინ უპასუხა. სასურველი ინფორმაცია ვერც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://imereti.gov.ge/geo) მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ქუთაისელი მეგობრებს დახმარებით გაარკვია, რომ ეს ტერიტორია მუნიციპალურად წყალტუბოს მერიას ეკუთვნის, იქაც გადააგზავნა წერილი, თუმცა პასუხი ვერ იქედან მიიღო. ესტონეთში დაბრუნების შემდეგ, იმედგაცრუებული ტურისტი ადგილობრივ მედიას დაუკავშირდა და საკითხის მოკვლევა სთხოვა.

როგორც ვადიმ მოლოდკოვმა მოგვწერა, მისი მიზანი ხმაურის ატეხა არ არის, უბრალოდ სურს საკუთარი დაკვირვება გაგვიზიაროს, უკმაყოფილო ვიზიტორები რომ აღარ გვყავდეს. როგორც გაირკვა მოლოდკოვი ტურიზმის სფეროში მუშაობს და ესტონელი ვიზიტორებისათვის საქართველოში გასვლითი ტურების მოწყობას გეგმავდა.

საქართველო ძალიან მომწონს, ამიტომ მინდოდა ეს ემოციები სხვისთვისაც გამეზიარებინა. ტურისტული ჯგუფი რომ ჩამოვიყვანო მათ თავი ბედნიერად უნდა იგრძნონ და მოგზაურობით კმაყოფილი დარჩნენ. ეს კი შეუძლებელი იქნება თუ კი აეროპორტის გზაზე არსებული გზისპირა ინფრასტრუქტურა და საგზაო მონიშვნების საკითხი არ მოგვარდება. პრობლემა თვალნათელია, ამიტომ ქალაქის შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაიწყონ რეაგირება, რადგან აეროპორტი დღეს საქართველოს კარიბჭეა, საიდანაც ასეულობით ათასი ტურისტი შემოდის და ასეთი გზა სირცხვილია,“ – ამბობს ვადიმ მოლოდკოვი.

ვიდრე კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს დავუკავშირდებოდით “ქუთაისის და იმერეთის ტურიზმის ცენტრში” მივედით და ადმინისტრაციას საკითხის შეფასება ვთხოვეთ. ცენტრის დირექტორის თქმით, ტურისტებს მათთვის მსგავსი ხასიათის პრეტენზიებით არასდროს მოუმართავთ. თუმცა ტატო ლილუაშვილი თვლის რომ ეს პრობლემები, ზოგადად მთელი ქვეყნის გამოწვევაა და მარტო იმერეთის რეგიონის არ ახასიათებს.

ჩვენი სურვილია ყველა სამსახურმა თავისი პირდაპირი ვალდებულება შეასრულოს. ვაცნობიერებთ, რომ პრობლემები, რაც ტურიზმის განვითარებას აფერხებს საკმაოდ ბევრია.

ვწუხვართ, მაგრამ ჩვენი სამსახურის კომპეტენცია ამ საკითხში მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება,“ – განაცხადა MDO იმერეთის დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა

რადგან აღნიშნული ტერიტორია ადმინისტრაციულად ქუთაისს არ ეკუთვნის, საკითხის გარკვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში გავაგრძელეთ.

როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გვითხრა, გზისპირზე არსებული მიტოვებული შენობები კერძო საკუთრებაა, რომლის მეპატრონეებს დემონტაჟისა და იერსახის მოწესრიგების შესახებ წერილები მერიიდან უკვე გაგზავნილი აქვთ. ქვიტირის გზაზე არსებულ მდგომარეობას კი მერიის ზედამხედველობის სამსახური ყოველ კვირაში ამოწმებს და გზის პერიოდულად გაწმენდაც ახორციელებს.

ყველა მიტოვებული შენობა აღრიცხულია და მეპატრონეებს შესაბამისი მოთხოვნები დაგზავნილი აქვთ, ხოლო ზედამხედველობის სამსახური ტერიტორიას პერიოდულად ამოწმებს და ავტონაწილების მფლობელებს მითითეთბული ტერიტორიის გასუფთავების რეკომენდაციას აძლევს,“ – განაცხადა გრიგოლ ყურაშვილმა

დღეს ქუთაისის აეროპორტი არის ქალაქის და რეგიონის ერთადერთი სტრატეგიული ობიექტი, რომლის მგზავრთნაკადის წლიური ბრუნვა დაახლოებით 873.907-ია. მიუხედავად ამისა რეგიონში გზისპირა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კონკრეტული სტრატეგია არ არსებობს. საინტერესოა, მოუნდება თუა არა ვადიმ მოლოდკოვს ტურისტული ჯგუფის ჩამოყვანა და ამ გზის თავიდან გავლა. ვიდრე ჩვენ, პასუხისმგებელ ორგანიზაციებსა თუ პირებს ვეძებთ, იმედია ქუთაისი პოტენციურ ტურისტებსა არ დაკარგავს.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...