spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩინეთის მიერ უარის თქმა ქართველი დევნილების დაბრუნებაზე თავის...

“ჩინეთის მიერ უარის თქმა ქართველი დევნილების დაბრუნებაზე თავის საცხოვრებელ ადგილებში, სინამდვილეში ნიშნავს, რომ ის არც ჩვენს სუვერენიტეტს სცემს პატივს და არც ტერიტორიულ მთლიანობას” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას მსოფლიოს 100-ზე მეტმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, რომელთა შორისაც არ იყო ჩინეთი. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე შეფასებები გააკეთა პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ:

ნუ ატყუებთ ხალხს! ჩინეთის მიერ უარის თქმა ქართველი დევნილების დაბრუნებაზე თავის საცხოვრებელ ადგილებში, სინამდვილეში ნიშნავს, რომ ის არც ჩვენს სუვერენიტეტს სცემს პატივს და არც ტერიტორიულ მთლიანობას.

ეს არის იმ მავნებლური ანტიქართული, ანტიეროვნული პოლიტიკის პირდაპირი მტკიცებულება, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს სინამდვილეში.

არანაირი უსაფრთხოება და სუვერენიტეტის დაცვა არ არსებობს აშშ-ს და ევროპის მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე.

კი ევროპას! არა რუსულ რეჟიმს!” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

“მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის” – კახა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“საარსებო კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო!” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საარსებო კრიზისთან დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...