ორშაბათი, აპრილი 21, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაგარეო პოლიტიკაგიორგი ვაშაძის ვიზიტი ნორვეგიაში გრძელდება - მნიშვნელოვანი შეხვედრები

გიორგი ვაშაძის ვიზიტი ნორვეგიაში გრძელდება – მნიშვნელოვანი შეხვედრები

„გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში ნორევგიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ინე ერიქსენ შორიდეს და საგარეო და თავდაცვის კომიტეტის წევრ პარლამენტარებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა იმ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს აქვს შესასრულებელი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისათვის, რაც იდენტურია იმ მოვალეობების, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

ნორვეგიელმა დეპუტატებმა დაწვრილებით განიხილეს და კითხვები დასვეს რუსულ კანონთან და საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. გიორგი ვაშაძემ ნორვეგიელი კოლეგები საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა.

შეხვედრაზე ვაშაძემ ასევე ისაუბრა ნატოსა და ევროკავშირის როლზე საქართველოსთვის, როგორც ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტიებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყოველივე საქართველოსთვის.

ნორვეგიული მხარე გამოთქვამს იმედს, რომ სამართლიანი არჩევნების შედეგად საქართველო ჩაატარებს ყველა საჭირო რეფორმას, როგორც ნატოში გაწევრიანებისთვის, ასევე ევროპული ინტერგრაციისთვის.

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში დემოკრატია იზეიმებს და სათავეში დასავლურ-დემოკრატიული კოალიცია იქნება, ნორვეგიისა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ვაშაძემ ნორვეგიელი კოლეგები საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

გიორგი ვაშაძე: “ივანიშვილის პოლიტიკამ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ცალკეულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...