ორშაბათი, აპრილი 21, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაგარეო პოლიტიკაგიორგი ვაშაძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეივინდ...

გიორგი ვაშაძე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეივინდ ვადს შეხვდა

‘’სტრატეგია აღმაშენებლის’’ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეივინდ ვადს შეხვდა.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრისას განაცხადა, რომ ნორვეგია გულისყურით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები, რუსული კანონის მიღება, ის ძალადობრივი მეთოდები რასაც ხელისუფლება იყენებს არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებს და აშორებს ქვეყანას ევროატლანტიკურ და ნატოს ღირებულებებთან.

ეივინდ ვადსის თქმით ნორვეგია დააკვირდება ოქტომბრის არჩევნებს, თუ რამდენად დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება არჩევნები, რომელიც განსაზრვრავს საქართველოს ინტერგრაციის საკითხებს სამომავლოდ არა მხოლოდ ევროპულ სტრუქტურებში არამედ ნატოშიც.

შეხვერაზე ვაშაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტერგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე განიხილა ნორვეგიული ინვესტიციების მოზიდვის პერპექტივის გზები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კვაკასიაშიც, რაც განპირობებულია საქართველოს მხრიდან ურყევი და ერთგული პოზიციით ევროპისა და ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება საქართველოს პოზიციაზე, რომ ის ერთგული დარჩება ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებების. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ისინი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში წინასაარჩევნოდ გააგრძელებენ აქტიურ დიალოგს, განსაკუთრებით კი არჩევენების შემდეგ, როდესაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების ერთგულებას.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენს ოფიციალურ პირებს უსამართლო სანქციებს უწესებენ “მეგობრებად” მიჩნეული ქვეყნები” – ზაალ ანჯაფარიძე

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს მწვავედ ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ასეთი რეალობის წინაშე თუ აღმოვჩნდით, ესენი გაქცევას ვერ მოასწრებენ” – რომან გოცირიძე საბანკო ბარათებთან...

"ვიზა" და "მასტერქარდის" საბანკო ბარათებთან დაკავშირებით, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე...