ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვმუშაობთ ერთად სამოქმედო გეგმაზე, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ...

“ვმუშაობთ ერთად სამოქმედო გეგმაზე, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ რუსული ოცნება და როგორ უნდა გავუშვათ ისინი ამ ქვეყნიდან რუსული გემის გზაზე” – იგორ ნარმანია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იგორ ნარმანია, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს,  გამართული საქველმოქმედო კონცერტის მეშვეობით, დაჯარიმებული და პატიმრობაში მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეების მხარდაჭერის მნიშვნელობისა და სამოქმედო გეგმის შესახებ:

  • ახლა როცა კანონი მიღებულია და პრეზიდენტის ვეტოც დაძლეულია, როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა? გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქციები?

– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენ თანამებრძოლებს, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ისინი დავიხსნათ რუსული საპყრობილედან და ასევე ადამიანები, რომლებიც დააჯარიმეს, მათ შორის მეც, გადავუხადოთ ჯარიმები.

ბრძოლა გრძელდება და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ვართ სამოქალაქო სექტორიც, პარტიებიც და ვმუშაობთ ერთად სამოქმედო გეგმაზე, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ რუსული ოცნება და როგორ უნდა გავუშვათ ისინი ამ ქვეყნიდან რუსული გემის გზაზე.

ამიტომ დიახ, ამ პროცესში უნიკალური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები სხედან ერთ მაგიდასთან და ყოველდღიურად მუშაობენ იმაზე, რომ არჩევნებამდე ყოველი დღე იყოს ბრძოლის, ყოველი დღე იყოს რუსულ ოცნებასთან წინააღმდეგობის და რაც მნიშვნელოვანია, არჩევნების დღე იყოს გადამწყვეტი ამ ქვეყანაში და გადამწყვეტი იმისთვის, რომ რუსული ოცნება გავუშვათ მის გზაზე, საქართველოდან.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“არ არსებობს, რომ მე პოლიტიკას შევეხო” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს პოლიტიკასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...