spot_img
მთავარიინტერვიუ"აქციაზე გატარებული თითოეული წამი არის საქართველოს წინსვლისა და...

“აქციაზე გატარებული თითოეული წამი არის საქართველოს წინსვლისა და გამარჯვებისათვის, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ!” – ამირან ნატრიაშვილი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ამირან ნატრიაშვილი, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში შეფასებას აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით:

,,საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური თუ შიდაპოლიტიკური პროცესები დაიძრა. გამარჯვება არის ძალიან ახლოს! ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.

ასე შეკრული და მთლიანი ქართველი ერი არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან და მშვიდობიან პროტესტანტებს თანადგომას უცხადებენ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნების დიპლომატები, ეს არის ჩვენი გამარჯვების კიდევ ერთი საწინდარი.

მთავარი ბრძოლა წინაა, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ. სწორედ ამაზე მიუთითებს ,,ქართული ოცნების” ქმედებები, რაც ჰგავს იმ ხელისუფლების მოქმედებას, რომელმაც იცის, რომ ის უკვე დამარცხდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი უცხოელი დიპლომატების განცხადებებიც, რომლებმაც გვითხრეს, რომ ,,ისტორის სწორ მხარეს ვდგავართ და ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი დახმარებისთვის”.

და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს ილიას, აკაკის და სხვა ჩვენი კალმით მებრძოლთა სიტყვები, რომლებმაც ახალ ისტორიაში დაიწყეს რუსული ავრორიტარიზმისა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლა.

ახლა არ არის დაღლის და მოდუნების დრო, აქციაზე გატარებული თითოეული წამი არის საქართველოს წინსვლისა და გამარჯვებისათვის, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ!”, – განაცხადა ამირან ნატრიაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...