,,გამარჯვების კოალიციის’’ ერთ-ერთი ლიდერი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, მისი თანაშემწისა და ნდობით აღჭურვილი პირის, ლევან ცანავას პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით:
,,თავიდან ბოლომდე მოგონილია ეს ამბავი. ვინმეს გჯერათ, რომ 2009 წელს რაღაც მოხდა, 2024 წელია კალენდარზე, 2015 წელს გამოკითხეს, მოწმის სახით, იმის მერე კიდევ 9 წელი გავიდა – რა სიგიჟეა?!
მესმის მათ არ უნდათ პრობლემებზე საუბარი, ყველაფერს ველოდები ამათგან, არვიცი ხვალ ნებისმიერი ჩვენთაგანი, რომ დააკავონ, რა გგონიათ ვინმე არ ელოდება?!
ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის, რომელშიც ქართველი ხალხი აუცილებლად გამარჯვებული გამოვა! გამორიცხულია, ასე მშვიდად, წყნარად, დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეს გამარჯვებამდე მივიყვანთ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი


