შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს მინდა დავუსვა კითხვა - რატომ...

“ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს მინდა დავუსვა კითხვა – რატომ არის ასეთი დაბალი ანაზღაურება საბავშვო ბაღებში აღმზრდელებზე მთელი საქართველოს მასშტაბით?!” – გიორგი ვაშაძე

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე საბავშვო ბაღებში აღმზრდელებთან, მასწავლებლებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს და კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს მმართველ პარტიას:

,,ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს მინდა დავუსვა კითხვა – რატომ არის ასეთი დაბალი ანაზღაურება საბავშვო ბაღებში აღმზრდელებზე მთელი საქართველოს მასშტაბით?! და როგორ მოხდა ისე, რომ მაგალითად სომხეთში, საბავშვო ბაღებში მინიმალური ანაზღაურება არის 310 დოლარი.

საქართველოში, რომ გავიაროთ მაგალითად, ხონში 272 ლარი, ხობი 250 ლარი, გურჯანი 138 ლარი, – აღმზრდელს აქვს 138 ლარი. იგივე მეორე ცვლის აღმზრდელი თბილისში 294 ლარი. არა მარტო საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებში, სამუსიკო სკოლებში, კატასტროფული მდგომარეობაა ხელფასების კუთხით და მე კითხვას გისვამთ, როგორ შეიძლება, რომ ამ ადამიანებმა ელემენტარულად იმუშაონ ამ დაბალ ანაზღაურებაზე – რანაირად შეიძლება გაიტანონ თავი?!

მე უფრო მეტ კითხვას გისვამთ, რუსული კანონისთვის გცალიათ, ქალების კვოტირების გაუქმებისთვის გცალიათ, ყველაფერი, რაც ანტიევროპულია გცალიათ, რაც ანტიევროპულია ყველაფერს ბიუჯეტიდან აფინანსებთ. რანაირად შეიძლება, რომ თქვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია ის, რაც არ შედის საზოგადოების ინტერესში და აგერ უამრავი ადამიანი, რომელიც დასაქმებული არის საბავშვო ბაღებში, მათ აქვთ უზარმაზარი პრობლემა.

აგერ ვხვდებით მასწავლებლებს, ადამიანებს, რომლებმაც მომავალი თაობა უნდა აღზარდონ, რატომ არის ასეთი უდიერი დამოკიდებულება?! ნუ იტყვით, რომ ბიუჯეტში ფული არ არის – მილიარდებს იპარავთ ამ ბიუჯეტიდან. მარტო სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთიდან 1 მილიარდი ლარი მოიპარეთ და რა გახდა, რომ მასწავლებლებს, პედაგოგებს, უბრალოდ ხელფასი მოუმატოთ, რათა ადამიანური, ადეკვატური ანაზღაურება ჰქონდე?!

სომხეთში, რაც არის, რომ ედრებით სომხეთს და გვეუბნებით, რომ 1 სულ მოსახლეზე მეტია ჩვენთან ეკონომიკაო, რატომ ხელფასებით არ ედრებით?! რატომ არ შეიძლება, რომ მასწავლებელს, პედაგოგს ჰქონდეს იმდენი ხელფასი მაინც რამდენიც არის სომხეთში?! აღარაფერს ვამბობ ევროკავშირის ქვეყნებზე, ხომ არ ვედრებით არა?! სომხეთზე გელაპარაკებით, აი სომხეთმა თუ მოახერხა, რომ საბავშვო ბაღების პედაგოგის მინიმალური ხელფასი არის 310 დოლარი, 3-ჯერ ნაკლები რატომ არის საქართველოში?! რატომ ხდება ეს უსამართლობა?! რატომ არის, რომ ეკონომიკა მხოლოდ თქვენთვის მუშაობს?! ფული მხოლოდ თქვენთვის არის და ხალხისთვის არაფერი არ არის?!

საზოგადოებას ვეუბნები, ეროვნული ერთობა გვჭირდება, დიახ ევროპისკენ უნდა წავიდეთ, არამარტო ფეხბურთის ჩემპიონატში მონაწილეობით, არამედ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ჩემპიონატის მონაწილე, ქართველი ხალხი უნდა გახდეს ევროპის ნაწილი, ევროკავშირის ნაწილი: ზუსტად ის ხელფასები, ზუსტად ის ანაზღაურებები უნდა მოვიტანოთ საქართველოში – ეს არის ჩვენი მიზანი და კიდევ ერთხელ ვეუბნები ივანიშვილის პარტიას, გაგვეცით პასუხი – რატომ არის ასეთი დაბალი ხელფასები საქართველოში საბავშვო ბაღებში და როგორ მოახერხა სომხეთმა, რომ 3-ჯერ მეტია ანაზღაურება სომხეთში ვიდრე საქართველოში?!’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები” – ანა წითლიძე

საპროტესტო აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...