spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოზე ფიქრი მოგეხმარა? - ნამდვილად, დედა, ნამდვილად მომეხმარა,...

“საქართველოზე ფიქრი მოგეხმარა? – ნამდვილად, დედა, ნამდვილად მომეხმარა, მთელი ისტორია ჩვენ გვძიძგნიან, გვძიძგნიან და ვერ დაგვძიძგნეს. დგას საქართველო, მაინც!” – თაკო ჩარკვიანის ემოციური დიალოგი დედასთან

თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში, დედასთან ემოციური, სიყვარულით აღსავსე დიალოგის ვიდეოს აქვეყნებს:

ეს დედაჩემია, ირმა – 88 წლის, გლაუკომის გამო სრულიად დაკარგა მხედველობა – 100 პროცენტით სიბრმავე… ვერ კითხულობს, არადა მისი პროფესია – მუდმივი მდგომარეობა ეს იყო – წიგნის კითხვა და ძალიან განიცდის, ცოტა დეპრესიაც მოჰყვა ცხადია ამ მდგომარეობას.

ამ საღამოს მეუბნება, საუბრის დროს, – მთელი დღე საქართველოზე ვფიქრობ და იცი, უკეთ ვარ ღონე მომეცაო, – აი მართლა ასე ჰქონდათ მთელი ცხოვრება გატარებული ღმერთმანი დედას და ჯანსუღს❤️🥲😍😍😍😍🙏✌️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი და დედასთან დიალოგის ვიდეოს აქვეყნებს:

 

თაკო: რაზე ფიქრობდი, დედა?
ირმა: საქართველოზე ვფიქრობდი მთელი საღამო, ვერ მოვიცილე…

თაკო: რაზე ფიქრობდი?
ირმა: ისტორიიდან დაწყებული, ჩვენს უბედურებას, ყველაფერს ვიხსენებდი. ვლოცულობდი თან, მთელი დღე.

თაკო: აგყვა ფიქრები? საქართველოზე ფიქრი მოგეხმარა?
ირმა: კი, მიშველა საქართველოზე ფიქრმა. ნამდვილად, დედა, ნამდვილად მომეხმარა. ჩემო სიხარულო, მართლა გეუბნები… მთელი ისტორია ჩვენ გვძიძგნიან, გვძიძგნიან – ვერ დაგვძიძგნეს. დგას საქართველო, მაინც!

თაკო: ნაღდი ჯანსუღის ცოლი ხარ, რა.
ირმა: ჯანსუღამდე მიკლია ცოტა, მაგრამ მისგან ბევრი ვისწავლე.

თაკო: საქართველოზე ვფიქრობდი და გამოვკეთდიო…
ირმა: გამოვკეთდი დედა… და შენნაირები რომ ჰყავს კიდევ საქართველოს, ეს არის დიდი ბედნიერება. ე.ი. არ მომკვდარა საქართველო. მარტო შენ არა ხარ, დედა.

თაკო: ჩემნაირები კი არა, შენ რომ ხარ 87 წლის და ასე რომ ფიქრობ, იმიტომაა საქართველო მაგარი გენეტიკით.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...