კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გაკოტრებულია პოლიტიკურად ძალიან უჭირს, მოგება კი არა 40%-ანი...

“გაკოტრებულია პოლიტიკურად ძალიან უჭირს, მოგება კი არა 40%-ანი ბარიერის ეშინია” – პაატა მანჯგალაძე მმართველ პარტიაზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებთან და ტერმინ ,,დელეგატის” დამკვიდრებასთან დაკავშირებით:

,,გაკოტრებულია პოლიტიკურად ძალიან უჭირს, მოგება კი არა 40%-ანი ბარიერის ეშინია.

,,დელეგატი” კი მოიგონეს იმისთვის, რომ პოლიტიკურად ჰყავთ ე.წ. ,,ფულის ტომრები”, ყოფილი მაჟორიტარები, რომლებსაც უნდათ, რომ ფუნქცია მისცენ ანუ პარტიის ფულის გარდა კიდევ, რომ დაახარჯინონ ფული, ეს არის რაღაც ფიქციის შექმნა, რომ თითქოს ისევ მაჟორიტარები არიან და ეს სისტემა ქართველმა ერმა გააუქმა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის: მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში ინიცირებული საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის თანახმად:

  • მაჟორიტარული სისტემით საკრებულოში ასარჩევად 40%-იანი ბარიერი უქმდება და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს;
  • პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას საარჩევნო ოლქის (ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად. ამ შემთხვევაში პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის წარდგენილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...