spot_img
მთავარირეგიონის ამბებიწელს პირველად აჭარა სალაშქრო ფესტივალს უმასპინძლებს

წელს პირველად აჭარა სალაშქრო ფესტივალს უმასპინძლებს

წელს, პირველად აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩატარდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ფესტივალის ჩატარებას ზაფხულში გეგმავს. 4 დღის განმავლობაში, ფესტივალის მონაწილე მოლაშქრეები და მოგზაურები 45 კმ-ნ საფეხმავლო მარშრუტს „ჩირუხი-ხიხანი -შუამთის ტბები – ბეშუმი – გოდერძი – ალპური ბოტანიკური ბაღი“ დალაშქრავენ.

ტურისტული ბილიკები მოიცავს ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბაღი, მწვანე ტბა, ასევე სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობებს, კულინარიული მასტერკლასებსა და შეჯიბრებებს. ფესტივალი სტარტს ჩირუხში აიღებს და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. მისი მიზანი ლაშქრობის, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის სახეობის პოპულარიზაცია, მოლაშქრე-მოგზაურებისთვის კი აჭარის ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების გაცნობაა. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეებისთვის რეგისტრაცია მაისში დაიწყება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...