spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების მომზადებისას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის...

“პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების მომზადებისას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალისწინების შესახებ” – ედო ჯავახიძისა და შორენა ლობჟანიძის საკანონმდებლო წინადადება

,,გამარჯვების პლატფორმის” ფარგლებში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა ედო ჯავახიძემ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართულების ხელმძღვანელთან, შორენა ლობჟანიძესთან ერთად საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს: ,,პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების მომზადებისას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალისწინების შესახებ“:

,,ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი აქტიურად იკვლევს საქართველოს ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების გამოწვევებს, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების რელიგიურ-უფლებრივი მდგომარეობა. მორწმუნე ადამიანებისთვის რელიგია ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და მისი დაცვა, სხვა კომპონენტებთან ერთად შესაძლოა გამოხატული იყოს, როგორც რელიგიური დღესასწაულების აღვნიშვნაში, ასევე ზოგიერთი საკვების აკრძალვითაც.

თითოეულ რელიგიას თავისი ნიუანსები აქვს, რომელთა გათვალისწინებაც სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციებსა და რეზოლუციებში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით წევრი სახელმწიფოებისთვის განსაკუთრებით ფასეულ პრინციპებს ადგენს, მათ შორის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ედო ჯაფარიძემ.

,,რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სამართლით. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მაღალი სტანდარტების დადგენასა და დაცვას.

ეროვნულ კანონმდებლობაში პატიმართა კვების რაციონის სპეციფიურ საჭიროებებზე მითითება გვხვდება მხოლოდ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში, რომლის თანახმად სამედიცინო, რელიგიური ან სხვა ნიშნით განსაზღვრული საჭიროებისა და მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ გაითვალისწინოს მსჯავრდებულთა სურვილები.

სამწუხაროდ, დროებითი განთავსების ცენტრებში და პენიტენციალურ დაწესებულებებში ამ მოცემულობამდე არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა კვებითი საჭიროებები, თუმცა ამ პრობლემაზე შიშის გამო მსჯავრდებულები ხმამაღლა ვერ საუბრობენ. ისინი იძულებულნი არიან, სულიერი ტანჯვის ფონზე იკვებონ რელიგიური მრწამსის წინააღმდეგ. პენიტენციალურ დაწესებულებებში არ არსებობს ჰალალის და კოშერ-პარევის სერტიფიცირებული პროდუქტები, რომლებითაც უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ ბრალდებულ/მსჯავრდებულები”, – განაცხადა შორენა ლობჟანიძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...