spot_img
მთავარიკანონი და სამართალიარასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია...

არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შსს-ს თანამშრომელი – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.

2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდებულმა თავის მეუღლესთან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

2024 წლის თებერვალში, ბრალდებული მეუღლეს სოციალურ ქსელ „Facebook”-ით კომუნიკაციისას, სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...