spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდიმიტრი ხუნდაძე: "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა

დიმიტრი ხუნდაძე: “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა

დაიწყო წინასაარჩევნო მარათონი და, პარალელურად, დაიწყო რადიკალური ოპოზიციის პოპულისტი და მატყუარა ორატორების რეალური სახის კიდევ უფრო გამოაშკარავება. ალბათ, ნათელია რა იქნება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი მათგან. ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელიც მათი მხრიდან უფრო ინტენსიური და ყოველდღიური გახდება. ეს რომ მხოლოდ უმადურობით მოსდიოდეთ, კიდევ კარგი იქნებოდა, მაგრამ მათ ტყუილი და დეზინფორმაცია მტრობის სტიმულირებისთვის სჭირდებათ და არა – უკეთესის მიღწევისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, სახიფათო ტყუილია როდესაც ოპონენტები საუბრობენ რუსეთის სანქციებზე და პენსიების 1000 ლარამდე გაზრდაზე, რადგანაც მისი განცხადებით, სანქციების შემოღების შემთხვევაში ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნება ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით შემცირდება და არათუ პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას, არამედ არსებული პენსიის დარიგებასაც ვერ მოახერხებენ. უარეს შემთხვევაში კი ეს იქნება უკრაინიზაციისკენ გზა და რეალობად იქცევა დანილოვის რეკომენდაცია – დედებისა და ბავშვების მსხვერპლად შეწირვის თაობაზე.

მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა გიორგი ვაშაძის მიერ გამოთქმულ დეზინფორმაციაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყნიდან 800 000 მოქალაქე გავიდა და უკან არავინ დაბრუნებულა. „არადა, სიმართლე აბსოლუტურად საპირისპიროა – ნაცების დროს, მაშინ, როცა ვაშაძეც ამ მმართველობაში იყო, ქვეყნიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა 247 000 მოქალაქე. „ქართული ოცნების“ დროს კი 2400 მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე – გავიდა. მინდა გითხრათ, რომ არ ვითვლი 2023 წლის მონაცემებს, როცა რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან ემიგრაციის ჭარბი შემოდინება შეინიშნებოდა, რომ ეს თემა სასპეკულაციოდ არ იქცეს“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი ბავშვების შიმშილობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. „ბევრჯერ მოგისმენიათ უმძიმესი ტყუილი, რომ თითქოს ბავშვები საქართველოში შიმშილით იღუპებიან. თვითონ გაზომეთ ტყუილი – რამდენი ბავშვი იცით საქართველოში შიმშილით დაღუპული? არც ერთი. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, მაგრამ UNICEF-სა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე ქვეყანაში 50%-ით არის შემცირებული. ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 77 000 ბავშვი არასრულფასოვანი კვებით იკვებებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი ნახევარია, ანუ, დინამიკა პოზიტიურია. მაგრამ, ეს პრობლემა პრობლემად რჩება, ამას სჭირდება შრომა და არა – სპეკულაცია. თუმცა, ეს პოზიტიური შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ყოველწლიურად, ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად (ჯანდაცვის ხარჯებს არ ვგულისხმობ მათზე), ნახევარ მილიარდზე მეტი იხარჯება. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეს ციფრი იყო – ნული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...