spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც...

“ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც იყო შეკრებილი, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს 2024 წლის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და კრიტიკულ შეფასებას ახდენს ოპოზიციასთან მიმართებაში:

,,2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, მაღალი სტანდარტების დაცვით და ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ არავითარი ჩარევა არჩევნებში არ მოხდეს.

იმ ძალებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ, ისინი არა მხოლოდ 2024 წლის არჩევნებში, არამედ მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ ძირი გამოეთხარათ საქართველოში დემოკრატიისთვის და ძირი გამოეთხარათ საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, პირველ რიგში, უნდა ამჩნევდეს იმ პოლიტიკურ აქტორებს და მათ გარე ლობისტებს და პატრონებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ძირს უთხრიდნენ საქართველოში არჩევნებსაც და დემოკრატიასაც.

ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც იყო შეკრებილი, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ, ასე რომ, ყველანაირი კოალიცია ამ ოპოზიციას უკვე მოსინჯული აქვს’’, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საერთოდ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველა თანამდებობა პირობითია” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2024 წელს "ნაციონალურ მოძრაობაში"...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“ჩვენ იძულებული ვართ ვითმინოთ და ავიტანოთ ეს ხალხი ჩვენს გვერდით, რადგანაც ფორმალურად “დემოკრატიული პლურალიზმი”...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მძიმე მინიშნებებს...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...